დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 453 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.020769 |
453
06/09/2018
ვებგვერდი, 07/09/2018
010220000.10.003.020769
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დასადები იმ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დასამოწმებლად, რომლებიც ფორმდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის საჭიროებებთან დაკავშირებით.“.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ბეჭდის დამტკიცებამდე/დამზადებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის საჭიროებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები მოწმდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბეჭდით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები