,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016281
39
05/09/2018
ვებგვერდი, 07/09/2018
010250050.35.126.016281
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2018 წლის 5 სექტემბერი

ქ. თერჯოლა

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №12 დადგენილებაში  (ვებგვერდი სსმ, 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016097) და დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული კომისიის დებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე