„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017590
33/ნ
11/09/2018
ვებგვერდი, 12/09/2018
430210000.22.022.017590
„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №33/ნ

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №46/ნ  ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2017; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017296) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ​1“, „ბ​2“ და „ბ​3“ ქვეპუნქტები:

„ბ​1) გათანაბრებული ქულა – თითოეული საგნის ტესტში აპლიკანტის მიერ მიღებულ ქულასა და ამ ქულის ყველა დანარჩენ ტესტის ვარიანტთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი;

ბ​2) გაიგივებული  ქულა – თითოეული საგნის ტესტში აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის პროცენტული რანგის შესაბამისი ქულა იმავე საგნის ტესტის სხვა ვარიანტში;“;

ბ​3) პროცენტული რანგი – არითმეტიკული საშუალო, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული საგნის ტესტის შესაბამის ვარიანტში აპლიკანტის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ქულის მქონე  აპლიკანტის პროცენტულ რაოდენობასა და ამავე ვარიანტში აპლიკანტის მიერ მიღებულ  ქულაზე ნაკლები ან ტოლი ქულის მქონე აპლიკანტთა პროცენტულ რაოდენობას შორის.“;

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ​1“ ქვეპუნქტი:

„კ1) ტესტის ვარიანტი – თითოეული საგნისთვის ტესტის ვარიანტების საკმარისი რაოდენობა, განსაზღვრული ტესტირებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის მიხედვით;“;

ბ) 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. აპლიკანტს ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად  ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ  ქულაზე მეტი აღმოჩნდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი