დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამი’’-ს დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აგვისტოს №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016380 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აგვისტოს №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აგვისტოს №74 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 010250020.35.119.016378 27/08/2018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების II თავის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ მუხლის ფარგლებში, ონკოლოგიური მიმართულებით ყველა სახის სამედიცინო მომსახურების ხარჯების და მედიკამენტოზური მკურნალობის, ხარჯების თანადაფინანსება კალენდარული წლის განმავლობაში განისაზღვროს 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით. 2. ამ პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირებმა (ბენეფიციარებმა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ბენეფიციარის წერილობითი განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ფორმა N IV-100/ა; დ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი ან კალკულაცია სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს შესაბამის მომსახურებას; ე) ცნობა – ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული; ვ) შუამდგომლობა გაცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ; ზ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული თანადაფინანსების შესახებ ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა ან საგარანტიო წერილი არსებობის შემთხვევაში. 3. ბენეფიციარი სამედიცინო თანა/დაფინანსების შესახებ იღებს წერილს, რომელსაც გასცემს ხონის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარსადგენად. 4. თანხის ჩარიცხვა მოხდება სამედიცინო დაწესებულებიდან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5. სააფთიაქო დაწესებულებაში ანგარიშსწორება მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 2. დადგენილების II თავის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები