დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| №79 ბათუმის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეული ჯემალ გოგიტიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1840 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 15/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
№79 ბათუმის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეული ჯემალ გოგიტიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1071 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 22 აპრილის №I-Iს დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, არ იქნეს ცნობილი №79 ბათუმის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეული ჯემალ გოგიტიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2005 წლის 30 ივნისი.
№1840-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები