დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 07/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016076 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი –
130000000.63.075.016001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
წესის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს 101 და 102 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„101. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურე ვალდებულია, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ჩააბაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ხოლო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია განახორციელოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევა-ჩაბარების კონტროლი. 102. ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება ეკრძალება: ა) შემაკავებელი/დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის გამო შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემისას – შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.“. |
2.
წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად მიატოვებს სამსახურს 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით, სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვლება თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები