„წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016295
38
03/09/2018
ვებგვერდი, 05/09/2018
010250050.35.155.016295
„წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2018 წლის 3 სექტემბერი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 29 სექტემბრის №20  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/10/2017 წ,.  სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.155.016231) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სტრუქტურული ერთეული – წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას;".

2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში გამოვლენილი შეუსაბამობის გამოსასწორებლად დაწესებულებისთვის განსაზღვრული გონივრული ვადა (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა), გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.

3. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს წალკის მუნიციპალიტეტის მერს შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი