დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.155.016298 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 ივლისის №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08/07/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.155.016199) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.“. 2. მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წალკის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება კომისია მერის უფლებამოსილების ვადით (შედგომში – კომისია), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერი იდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს. 3. კომისიას თავმჯდომარეობს წალკის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული მერიის თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან მერიის საჯარო მოსამსახურეები.“. 3. მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა. 2. მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა მოხელეს განხცადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად. 3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე მერის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მერი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.“. 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება მერს გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“. 5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ მერის მიერ, წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.“. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა 1. წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის მოწვევის გარეშე. 2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა და მიზნობრიობა; ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. 3. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მერის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები