დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.109.016290 |
|
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109.016288) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (დანართი №1); ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა (დანართი №2);“; |
გ)
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2 ეთხოვოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს უზრუნველყოს: ა) მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში; ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:
დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“; დ.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.“; დ.გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ელექტრონულ რესურსებზე ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით (შემდგომ - ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. 4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.”; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის:
ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“; ე.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზოგადი ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების შესახებ“ ; ე.გ) ცხრილის 2.1 სვეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
“. |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის:
ვ.ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღნიშნული წესი ვრცელდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო დაწესებულებებზე.“; ვ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. თუ დაინტერესებული მხარის მიერ ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და შესაბამისად გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით.“; ვ.გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს განცხადება თანამედროვე ელექტრონული საშუალებებით. თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ხდება იურიდიული პირის მიერ არაოფიციალური ელექტრონული მისამართიდან (რომლითაც ვერ ხდება განმცხადებელი პირის იდენტიფიცირება), განმცხადებელს უნდა მოეთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და იურიდიული პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ვ.დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ელექტრონული ფორმით მიღებული განცხადება დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საჯარო დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს რეგისტრაციისათვის და შემდგომში საჯარო ინფორმაციის მიწოდება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიული გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები