დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016787 |
98
18/09/2018
ვებგვერდი, 18/09/2018
140130000.22.034.016787
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016710) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 5.დირექტორი ანიჭებს მოადგილეს უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს, ასევე განსაზღვრავს მის საკურატორო სფეროს. 6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ასევე დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები