დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეკონომიკური განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 23 სექტემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.057.016281 |
|
„ეკონომიკური განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 23 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ეკონომიკური განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 23 სექტემბრის №29 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკური განვითარების საბჭოს დებულებაში (www.matsne.gov.ge, 30.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.057.016182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარების, მათი შემუშავების კოორდინაციის მიზნით შეიქმნას ეკონომიკური განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს თავმჯდომარე; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – საბჭოს წევრი; ვ) ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული ეკონომიკური განვითარების საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და: |
ა)
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები.”; |
ბ)
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საბჭოს სხდომა იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ 3 თვეში ერთხელ მაინც მთავრობის თავმჯდომარის მოწვევით.”; |
გ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი 1. ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი (შემდგომში – საბჭოს მდივანი) არის მთავრობის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე. 2. საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის წინაშე. 3. საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ბ) ამზადებს საბჭოს სხდომებს; გ) აკონტროლებს ეკონომიკურ საკითხებზე მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) დადგენილი წესით ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.”. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები