დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.020765 |
|
„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3024-რს, 5.07.2018 წ.) მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 460080000.10.003.018367) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები 2015-2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით, რომ უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის საერთო ჯამში 31 313 649 (ოცდათერთმეტი მილიონ სამას ცამეტი ათას ექვსას ორმოცდაცხრა) ლარის გამოყოფა (წლების მიხედვით, №1 დანართში მითითებული ხარჯების დასაფინანსებლად);“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად განიხილოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და დაწყებით კლასებში ჭადრაკის სწავლების შემოღების საკითხი;“. 2. პროგრამის №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №1
|
„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2015-2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები