„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020763
447
31/08/2018
ვებგვერდი, 31/08/2018
470230000.10.003.020763
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №447

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ):

1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეანო და ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2018 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დანართით განსაზღვრულ პირობებთან და 2019 წლის 1 იანვრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „სამეანო-ნეონატალური მომსახურება“, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.“.

2. №21 დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) XVII თავს (ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის (NICU) შემთხვევაში, სტაციონარს დამატებით უნდა ჰქონდეს) 39-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 პუნქტი:

„ 

40

ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სერვისის (NICU) ფარგლებში დასაქმებული შესაბამისი სპეციალობის ექიმები 2 წელიწადში ერთხელ უნდა  მონაწილეობდნენ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე პრინციპების დაუფლების მიმართულებით

შესაბამისი სპეციალობის ექიმები – სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საექიმო სპეციალობები: „ნეონატოლოგია“, „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა“, „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“ და სუბსპეციალობის მოწმობა „ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“

                                                                                                                                                                                                                     .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე