დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.134.016287 |
|
,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 ივნისის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,15/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.134.016213) შეტანილ იქნეს ცვლილება და |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“. |
2.
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა თანახმად დანართი №2-ისა.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: ,,1. ეს დადგენილება განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში – ნუსხა).“ |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „1. ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.keda.ge) მითითებულ მერიისა და საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე წერილობითი განცხადების წარდგენით.“; |
ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: ,,4. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება/საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების და საორგანიზაციო განყოფილება და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის ნომერზე, თუ ის მითითებულია განცხადებაში, ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.“ |
გ)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: ,,6. ელექტრონულად მომზადებული ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი/საკრებულოს აპარატის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.“ |
5.
დადგენილებით დამტიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები