ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016383
47
31/08/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
010250000.35.112.016383
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №47

2018 წლის 31 აგვისტო

       ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2).
მუხლი 3
დამტკიცდეს დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (დანართი №3).
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №13 დადგენილება (ვებგვერდი, 30/03/2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016264).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



დანართი №1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში „წესი“) მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. წესი განსაზღვრავს:

ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს;

ბ) მოსაჭრელი ხეების გამოყოფისა და მონიშვნის წესს;

გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს;

დ) მოპოვებული (ფუნქციადაკარგული) მერქნის გასხვისების წესს.

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. აღდგენაღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და ნარგავების მრავალწლიანი მოვლა ;
2. აღრიცხვამწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია ;
3. გადაბელვა – ხის მთლიან ვარჯზე ან მის ნაწილზე ძლიერი ტოტების შემოკლება, ან მთლიანად მოშორება (განშტოებების გადაბელვა). იმ შემთხვევაში, თუ ვარჯი მთლიანად იჭრება, ისე რომ მხოლოდ ხის ღერო რჩება, ღეროს გადაბელვა;
4. გაშენება – მწვანე ნარგავებით დაუფარავი ტერიტორიების გამწვანება ;
5. დაინტერესებული პირი – ჭრის განხორციელებაზე დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი ;
6. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
7. ზეხმელი ხეზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე ;
8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი ;
9. მწვანე ნარგავებიმერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები
;
10. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული ;
11. მოსაჭრელი ხეების მონიშვნამოსაჭრელი ხეების გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომშიაღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
;
12. მოპოვებაზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა ;
13. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნაერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა. ;
14. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
15. ნერგისანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე ;
16. სანერგეფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი. ;
17. სპეციალური გამოკვლევაკორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ- დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა ;
18. ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;
;
19. ძირნაყარი ხეწაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების ტერიტორიიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი

;

20. ჭრამწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა ;
21. ხმობადი ხეხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია. ;
22. რჩეული ხეჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით. ;
23. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.
24. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომშიდოკუმენტი“) – დასაწყობებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ;
25. უფლებამოსილი ორგანოლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირილანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“) ;
26. საშეშე ხე – ხე მიეკუთვნება საშეშე კატეგორიას, თუ მისი ღეროს დაუზიანებელი ნაწილის სიგრძე შეადგენს 4 მეტრზე ნაკლებს.
27. სამასალე ხეხე მიეკუთვნება სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 4-ს და მეტს. ;
28. საფრთხის შემცველი ხე - ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეს უქმნის ადამიანს, პირუტყვს ან შენობა-ნაგებობას.

;

29. რჩეული ხე - ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და  როკებისგან მაქსიმალურდ გაწმენდილი ხე კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხის გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში ;
30. დამხმარე ხე - ის ხე, რომელიც ხელს უწყობს რჩეული ხის ღეროს გაწმენდას ტოტებისგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებისა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას. ;
31. მავნე ხეს უნდა მიეკუთვნოს:
ა) ხე, რომელიც ხელს უშლის რჩეული და დამხმარე ხის ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხე;
ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხე, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხე კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას, ან/და მისი მოჭრით არ  შეიქმნებოდა დიდი ფანჯრები (სიცოცხლისთვის საშიში, რომელიც საფრთხეს უქმნის შენობებს და ა.შ);
გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობა, თუ ის ხელს უშლის რჩეული და დამხმარე ხის ზრდა-განვითარებას და მისი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0,5 სიხშირემდე დაბლა დაყვანას
.

მუხლი 3. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;

ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირილანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი.

;

3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:

ა) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;

გ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.


მუხლი 4. მწვანე ნარგავების მოვლისა და   აღდგენის ღონისძიებების განსახორციელებლად ხეების მონიშვნა და გამოყოფა
1. ხეების ერთეულად მონიშვნა მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ მიერ.
2. დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისთვის აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, საფრთხის შემცველი, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
3. დამზადებული მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.
4. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
6. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრში“.
7. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.

მუხლი 5. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით. გამოკვლევას ატარებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“.
2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:
ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;
ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

მუხლი 6. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისგან დაცვის მოთხოვნები
1. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიანი მოზარდი ან ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ, ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში, მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში.
2. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით.
3. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს შესაბამისი სამსახური.

მუხლი 7. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში
1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვა) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური, ეკოლოგიური და სხვა) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე ;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით ვალდებულია განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი.

მუხლი 8. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე ;
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ.
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:

ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;

ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;

გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.


მუხლი 9. აღდგენისა და გაშენების ფორმები
1. აღდგენის ფორმებია:

ა) ბუნებრივი განახლებისთვის ხელშეწყობა;

ბ) აღდგენა თესვით;

გ) აღდგენა დარგვით.

2. გაშენების ფორმებია:

ა) გაშენება ნერგების დარგვით;

ბ) გაშენება თესვით.

3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. .

მუხლი 10. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება
1. დაპროექტებას ექვემდებარება:
ა) კულტურების გაშენება;
ბ) სანერგეების მოწყობა;
გ) დაცვითი ნარგავების გაშენება;
დ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია;
ე) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.
2. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ..) და მიზანს;

) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;

) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;

) შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;

) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

.

მუხლი 11. სარგავი მასალა
მწვანე ნარგავების აღდგენისთვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნას:

) ნათესარი;

) ნერგი;

) კალამი;

) ფესვის ნაბარტყი.


მუხლი 12. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა
1. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა.
2. ამოღება-გადარგვას ექვემდებარება:

ა) წიწვოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 16 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე);

ბ) ფოთლოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 18 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე).

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხეების გადარგვას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“.

მუხლი 13. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ;
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისთვის.
3. სანერგეში სარგავი მასალის გასაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად. ;
4. არაენდემური მცენარეების გაშენებისთვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.
5. აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.
 
6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით.

მუხლი 14. ხის შეფასება
1. ხის მოვლის ღონისძიებების გეგმის შესადგენად, წინასწარი შესწავლა ნიშნავს ისეთი ღონისძიებების განსაზღვრას, რომელთა შედეგად მიღწეული იქნება სასურველი შედეგი ;
2. გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

ა) ხის სპეციფიკური მონაცემების გათვლა-გაანგარიშებას;

ბ) ხის დაზიანებული ნაწილების (ფუღურო, გამხმარი ტოტები, სხვადასხვა უარყოფითი ზემოქმედებით მიყენებული ზიანი, მაგ.: სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი) ადგილების აღრიცხვას;

გ) სატრანსპორტო მიმოსვლისგან ხის საარსებო გარემოს დაცვის ღონისძიებებს;

დ) ხის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მოვლის ღონისძიებების განსაზღვრას;

ე) ხის მოვლის კონცეფციის შემუშავებას;

ვ) შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემებით საჭირო გაანგარიშების წარმოებას;

ზ) მონიტორინგის ჩატარების და პერიოდულობის განსაზღვრას. შეგროვებული მონაცემების დოკუმენტალურად გაფორმება წარმოებს შესაბამის სააღრიცხვო რეესტრში (კატალოგში).

3. მოვლის საჭიროება ხის მოვლის ღონისძიებები წარმოადგენს ბუნებრივი ზრდის პროცესში ხელოვნურ ჩარევას. მოვლის ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია ხეების მდგომარეობის მონიტორინგი, რათა დადგინდეს, არის თუ არა საჭირო განსაზღვრული ღონისძიების ჩატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება ღონისძიების ჩატარების პერიოდი. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს პროფესიონალური და კვალიფიციური შეფასების წინაპირობას. გასხვლა-ფორმირების ღონისძიებები, რომლებიც ხის ვარჯის სასურველი ფორმით ზრდა-განვითარებას ემსახურება, სასურველია ადრეულ ეტაპზე და დროულად განხორციელდეს.

მუხლი 15. ხეების სხვლა-ფორმირება
1. ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე, ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით, ხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება.
2. ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ერთჯერადი მავნე ხეების ჭრა, რომელიც საფრთხეს უქმნის შენობა-ნაგებობას და ადამიანის სიცოცხლეს.

მუხლი 16. ხეების გამხმარი ტოტებისგან გაწმენდა
სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხეები უნდა გაიწმინდოს ხმელი და გადატეხილი, წვრილი ზომის (დიამეტრი 3 სმ) ტოტებისგან.

მუხლი 17. ხის ვარჯის მოვლა
ხის ვარჯის მოვლა გულისხმობს ხეების გადახლართული, მოტეხილი ტოტებისგან ან ისეთი ტოტებისგან გაწმენდას, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, აგრეთვე, ხმელი ტოტების მოცილებას და შეჭრას, ხის ვარჯისთვის საჭირო განათების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 18. ხის ვარჯის ფორმირება საჭირო განათების მიღების უზრუნველსაყოფად
ხის ვარჯის საჭირო განათებით უზრუნველყოფის მიზნით ხის ფორმირება ხდება უმეტესად ტოტების შეჭრით გარეთა მხრიდან – წვეროსკენ. ხის გარშემოწერილობის მიხედვით არჩევენ წვრილი და მსხვილი ტოტების სუსტ (5%), საშუალო (10%) და ძლიერ (15%) გამოხშირვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ არ გამოიწვიოს ხის დაზიანება ან/და მისი ფორმისა და იერსახის მნიშვნელოვანი ცვლილება.

მუხლი 19. ხის წანაზარდები
ხის ღეროსა და განშტოებებზე წარმოქმნილი ან/და არსებული წანაზარდები უნდა მოცილდეს ბრტყლად, მთელ დიამეტრზე.

მუხლი 20. გადაბელვა
1. გადაბელვა ძირითადად ხდება, როცა ხე-მცენარეები საფრთხეს უქმნის ადამიანებს, შენობა-ნაგებობებს, როცა მოსალოდნელია ხის გადატეხვის საშიშროება, ასევე იმ შემთხვევაში როდესაც ის ხელს უშლის სხვა ხეების ზრდა-განვითარებას.
2. გადაბელვის ადგილი აუცილებლად უნდა დაიფაროს ზეთიანი საღებავით ლპობის პროცესის შეჩერების მიზნით.

მუხლი 21. ვარჯის შემადგენელი შიდა ტოტების გასხლვა
დაზიანებული ტოტები ან/და ხის ვარჯის ნაწილი, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის საარსებო გარემოს შესაბამისად უნდა დამოკლდეს. ვარჯის დაუზიანებელი ნაწილი კი შემოკლებულ ნაწილთან შეფარდებით უნდა შეიჭრას ან გამოიხშიროს (მცენარისთვის საჭირო განათების მისაღებად). ტოტის გასხლვა იმ ადგილას ხორციელდება, სადაც გასასხლავი ტოტის დიამეტრი შეადგენს დასატოვებელი ტოტის 1/3-ს.

მუხლი 22. ძლიერ გასხლული ხეების რეაბილიტაცია
ხის მთლიანი ვარჯი, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებიდან და ხის საარსებო გარემოდან გამომდინარე, უნდა შემოკლდეს. შემოკლება დასაშვებია ვარჯის გარშემოწერილობის 20%-ით. ამ ღონისძიების შემდეგ ვარჯმა უნდა შეძლოს შემდგომი განვითარება.


მუხლი 23. ვარჯის ჭრა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ხეებს, რომლებიც ძლიერ არის დაზიანებული და საფრთხეს უქმნიან ტრანსპორტის მოძრაობას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საჭიროა შეუმოკლდეს მსხვილი და დაზიანებული ტოტები.

მუხლი 24. გამონაზარდებიანი მოკლედ შეკრეჭილი ხეების შემდგომი მკურნალობა
ახლად ამოზრდილი წანაზარდები, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უნდა განცალკევდეს ან შემოკლდეს. შეჭრა უნდა შესრულდეს უკვე განხორციელებული ჭრის ადგილიდან ზემოთ, მაგრამ არა ღონისძიების ან/და დაზიანების შედეგად გაჩენილი ჭრილობის შეხორცების ადგილას. ე.წ. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისტემატურად 3-5 წელიწადში ერთხელ. ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ წლების მანძილზე შეიქმნას ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა აქამდე მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.

 


მუხლი 25. მოსაჭრელი ხეების მონიშვნა
1. ამ წესის მიზნებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსაჭრელი ხეები უნდა დაიყოს და დაინომროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ მიერ.
2. მოსაჭრელი ხეების მონიშვნას და მათი მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისში შეტანას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირილანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“.
3. მონიშნვა ხდება მკვეთრი ფერის საღებავით. მოსაჭრელ ხეებს მიენიჭება (საღებავით ხეზე დაიტანება) რიგითი ნომერი.
4. ამოსაღები, ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავების მონიშნვა და აღრიცხვა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 26. ჭრის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო
1. ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ (შემდეგ, „მომსახურების ცენტრი“) განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
2. „მომსახურების ცენტრის“ მიერ უნდა მომზადდეს მოსაჭრელ ხესთან/ხეებთან დაკავშირებით დასკვნა ;
3. დასკვნა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) შედის თუ არა მოსაჭრელი ხე/ხეები მომსახურების ცენტრის მიერ მონიშნულ მოსაჭრელი ხეების სიაში ან ექვემდებარება თუ არა ხე-მცენარე მოჭრას, გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას;
ბ) ხის კატეგორიას (სამასალე, საშეშე);
გ) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
დ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე;
ე) მოჭრილი ხე-მცენარეების სავარაუდო მოცულობას (კბ.მ.) და განთავსების ადგილის ზუსტ მისამართს;
ვ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.

მუხლი 27. განცხადების შეტანა
მოსაჭრელი ხეების თაობაზე განცხადების შეტანის უფლება აქვთ   ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, რომელზედაც სავარაუდო მოსაჭრელმა ხემ/ხეებმა შეიძლება ნეგატიური ზემოქმედება გამოიწვიოს.

მუხლი 28. მოსაჭრელი ხის/ხეების მოჭრის ვადა
ჭრა უნდა გახორციელდეს  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირილანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების   ცენტრის“  მიერ მოსაჭრელი ხის/ხეების უწყისში შეტანიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 29. მოჭრილი მწვანე ნარგავების ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განთავსება, გასხვისება (გადაცემა) ან განკარგვა
1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი (ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავები – საშეშე ან/და სამასალე მერქანი) წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ მიერ შეიძლება დასაწყობდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების მოპოვების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უსასყიდლოდ გადაცემა, მიზანშეწონილია განხორციელდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, ლანჩხუთის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, საქველმოქმედო პროფილის მქონე ორგანიზაციაზე, ეკლესია-მონასტრებზე, სტიქიური უბედურებებიდან დაზარალებულ ოჯახებზე (რომელთაც დაუზიანდა საცხოვრებელი ფართი), სხვა არასამეწარმეო მიზნით შემქნილ  ორგანიზაციებზე.
4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსის (ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) (გასხვისების) გადაცემის წესი, მიმღები პირების კატეგორიები, აღნიშნული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ოქმი წარმოადგენს მერქნული რესურსის გადაცემის საფუძველს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სახელწოდება, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების განკარგვა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  დადგენილი წესით.
7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ უზრუნველყოფს გადასაცემი მერქნული რესურსის (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) ტრანსპორტირებას და მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დასაწყობებას.

მუხლი 30. მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის უწყისის წარმოება
1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი ხეების ადგილის მოსაზღვრე ტერიტორიისგან გამიჯვნისთვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისთვის.
2. აღრიცხვის უწყისს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების  ცენტრი“.
3. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ. .


რთი №2

მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი


ადგილმდებარეობა ­­­­­­­­_________________________________________

 

ფართობი ________________________   ჰა

 

GPS (ჯიპიეს) კოორდინატები:  ------------------------------------------------------------------------

 

მოსაჭრელი ხეების რიგითი ნომერი

მერქნიანი სახეობა ჯიში

მერქნიანი სახეობის კატეგორია

დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე (კვ,მ)

სიმაღლის თანრიგი

მოცულობა (მ3)

შენიშვნა

სამასალე

საშეშე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღრიცხვის უწყისის შემდგენი: ____________________________________________

 

აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი __________________________________________

 

 

 

შეთანხმებულია _____________________                   ბ.ა.


 


დანართი №3

ამბული ვანე ნარგავებიმიღება-ჩაბარების ოკმენტი

N--------

 


1. დაინტერესებული პირი __________________________________________________________

(იურიდიული ან ფიზიკური პირი,   საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი, მისამართი; წარმომადგენლის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ნომერი)

 

 

2. მწვანე ნარგა ის სახეობა (ჯიში) ______________   მოცულობა _____________________ კბ.მ

 

 

3. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ______________________________________________

 

 

4. სატრანსპორტო საშუალება ________________________________________________________

 

                               (ტრანსპორტი სახეობა, სახელმწიფო ნომერი)

 

 

5. გადამზიდავი პირი ________________________________________________________________

 

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

 

 

6. დაინტერესებული პირი: ____________________________________  ხელმოწერა

 

(სახელი, გვარი)

 

 

 

7. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: __________სთ. ________წთ.

 

„-----„-----------------„-------წელი.

 

 

 

8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირი : ________________________  ბ.ა         ხელმოწერა

 

                                            (სახელი, გვარი)