„ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016282
39
31/08/2018
ვებგვერდი, 03/09/2018
010250050.35.134.016282
„ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2018 წლის 31 აგვისტო

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 1 სექტემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016142) შეტანილ იქნეს ცვლილება და
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა  და  „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“;
ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერისათვის;“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები;“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის  იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“.
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი;
ბ) ქედის შესახებ;
გ) საკრებულო;
დ) მერია;
ე) გენდერული თანასწორობის საბჭო;
ვ) საჯარო ინფორმაცია;
ზ) პროგრამები/პროექტები;
თ) აუქციონები/ტენდერები;
ი) კონტაქტი.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. ქედის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) გეოგრაფია და ბუნება;
ბ) სიმბოლიკა;
გ) ტერიტორიული დაყოფა;
დ) საპატიო ქედელები.
2. საკრებულოს შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) თავმჯდომარე;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს წევრები;
დ) ფრაქციები;
ე)  კომისიები;
ვ) აპარატი;
ზ) სამართლებრივი აქტები.
3. მერიის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მერი;
ბ) მერის მოადგილეები;
გ) სამსახურები;
დ) მერის წარმომადგენლები;
ე) მუნიციპალური ორგანიზაციები;
ვ) მერის სტრუქტურა.
4. გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საბჭოს შემადგენლობა;
ბ) დებულება;
5. საჯარო ინფორმაციის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) კანონმდებლობა;
გ) ანგარიში;
დ) ბიუჯეტი.
6. პროგრამებისა და პროექტების შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) პროგრამები;
ბ) პროექტები.
7. აუქციონებისა და ტენდერების შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) აუქციონები;
ბ) ტენდერები.
8. კონტაქტის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულო;
ბ) მერია.
9. ტურისტულ გზამკლევში განთავსებულია  შემდეგ ინფორმაცია: რა უნდა იცოდეთ (გეოგრაფია და ბუნება, ტურიზმი და მოგზაურობა, საინფორმაციო ცენტრი), სანახაობა (თაღოვანი ხიდები, ციხე-კოშკები, ღირსშესანიშნავი ადგილები), განთავსება (საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები), კვების ობიექტები (რესტორნები, კაფეები, სხვა), სპორტი და განათლება (სპორტი, განათლება), მედიცინა და ბანკები (სამედიცინო მომსახურება, ბანკები).
10. გვერდით სივრცეებში თავსდება ზოგადი ინფორმაცია, ფოტოგალერეა, ვიდეოგალერეა, განცხადებები, ელქტრონული პეტიცია,  სასარგებლო ბმულები და სხვა.
11. კონტაქტში თავსდება მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე