„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.112.016382
46
31/08/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
330130000.35.112.016382
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №12 დადგენილებაში (ვებგვერდი; 07/03/2012; სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.112.016075) შევიდეს ცვლილება, კერძოდ,
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის წესი“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) მერიაში წარმოდგენილ იქნეს:

ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით;

ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე