„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.134.016281
38
31/08/2018
ვებგვერდი, 03/09/2018
040110030.35.134.016281
„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2018 წლის 31 აგვისტო

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის  №24 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.134.016268, 05/07/2018)  შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბიჯის ოდენობა განისაზღვრება აუქციონატორის მიერ.“;

ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წელს.“;

გ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას, სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების, სხვა მუნიციპალიტეტების,  საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური პარტიებისა),  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისათვის. შესაბამის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №4 და №5  დანართების სათაურში სიტყვა „აუქციონის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „ნასყიდობის“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე