დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.112.016379 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №42 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05/11/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016243) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
ა)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი , დანართის შესაბამისად .“; |
გ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი
|
| მუხლი 1 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს. |
| მუხლი 2 |
მერი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
|
| მუხლი 3 |
საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე (www.lanchkhuti.org.ge), ანგარიშის წარდგენამდე 3 დღით ადრე მაინც. |
| მუხლი 4 |
ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა. |
| მუხლი 5 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ანგარიში, გარდა საკრებულოს სხდომათა დარბაზისა, შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების (სკოლა, კულტურის სახლი და ა. შ) დარბაზში. |
| მუხლი 6 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას. |
| მუხლი 7 |
1. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, რეკომენდაციები.
2. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
| მუხლი 8 |
1. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას და ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. მერის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. 3. მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.lanchkhuti.org.ge), საჯარო შეხვედრის გამართვიდან 10 დღის ვადაში. |
| მუხლი 9 |
საკრებულოს წევრის ანგარიშს საკრებულო ცნობად იღებს კენჭისყრის გარეშე უახლოეს საკრებულოს სხდომაზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები