დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240120100.35.112.016376 |
|
„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №33 დადგენილების (ვებგვერდი, 10/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.112.016234) მეორე მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
ა)
მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია;“; |
ბ)
მე
-5
მუხლის
მე
-2
პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით
:
„2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო აუქციონის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.“; |
გ)
მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) საჭიროებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებას.“ |
დ)
მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების შეთანხმების საკითხზე გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.“; |
ე)
მე
-8
მუხლის
1-
ლი
პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით
:
„ 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სათანადოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები