დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.112.016374 |
38
31/08/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
010260020.35.112.016374
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილების (ვებგვერდი, 04/03/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016211) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისა და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას, რომლის განხორციელება მუნიციპალიტეტის მერიას შეუძლია მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები