„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 001025000.35.112.016373
37
31/08/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
001025000.35.112.016373
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2018 წლის 31 აგვისტო

       ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №49 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05/01/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016250) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



დანართი №1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში (შემდგომ – მუნიციპალიტეტი), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს.
2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალური მონაცემებისთვის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
3. ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
4. წინამდებარე წესში მოცემული ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის ორგანოებს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა და ადგილი
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, აგრეთვე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია წერილობითი გამოქვეყნების გარდა, ქვეყნდება პროაქტიულად მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: lanchkhuti.org.ge (შემდგომ – ვებგვერდი).
2. წერილობითი ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში – შესაბამის დაწესებულებებში.
3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება საინფორმაციო სტენდსა და სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, აუცილებელია მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.
4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ზუსტი და უტყუარი უნდა იყოს და პერიოდულად უნდა ხდებოდეს მისი განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
5. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება მისი შეცვლის, დაზიანებისა და დაკარგვის გარეშე.
6. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასთვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის საფასურის ან რაიმე სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტს საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.
8. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
9. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური და საკრებულოს აპარატი.

მუხლი 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 105-ე მუხლით დადგენილი ინფორმაციის გარდა საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

გ) ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს, ფრაქციებისა და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

დ) ინფორმაცია საკრებულოს წევრების შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა;

ე) მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების და მერიის სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შესახებ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

ზ) ინფორმაცია საკრებულოს აპარატსა და მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ, მათ შორის, საჯარო მოსამსახურის სახეების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა სტრუქტურული ერთეულის მითითებით (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მერიის საშტატო ნუსხა (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელმძღვანელი პირების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია) (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

კ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) შესახებ: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ლ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პრემიებისა და დანამატების გაცემის შესახებ (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად;

მ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები (განკარგულებები, დადგენილებები, სხდომის ოქმები), ქვეყნდება გამოცემიდან 10 დღის ვადაში;

ნ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა;

ო) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ – ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებიდან მომდევნო სამუშაო დღეს;

პ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესს (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);

ჟ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად;

რ) ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმით განხორციელებულ შესყიდვებზე, მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით ქვეყნდება კვარტალურად;

ს) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ძირითადი უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება ყოველწლიურად;

ტ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი  მოდელის მითითებით ქვეყნდება ყოველწიურად;

უ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ფ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება კვარტალურად;

ქ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით წინა წელს განხორციელებული პროექტების შესახებ (თითოეული დასახლებული პუნქტის მიხედვით პროექტის მოკლედ აღწერა და ბიუჯეტი) ქვეყნდება ყოველწლიურად;

ღ) ინფორმაცია სოფლის დახმარების პროგრამით წინა წელს განხორციელებული პროექტების შესახებ (თითოეული სოფლის მიხედვით პროექტის მოკლედ აღწერა და ბიუჯეტი) ქვეყნდება ყოველწლიურად;

ყ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ – ქვეყნდება წარდგენიდან 10 დღის ვადაში.


მუხლი 4. ვებგვერდის ადმინისტრირება
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური და საკრებულოს აპარატი.

მუხლი 5. ინფორმაციის დამუშავება
მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და საკრებულოს აპარატის უფროსი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას.


მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
1. დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს საჭიროებათა გამოკვლევის ორგანიზება ინფორმაციის პროაქტიულად (ელექტრონული და წერილობითი ფორმით) გამოქვეყნების ტექნიკური, პროგრამული და რესურსული საჭიროებების შესახებ და შეიმუშაოს შესაბამის გეგმა.
2. დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის შექმნა.