დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.112.016371 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/09/2018 - 04/03/2022)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 99-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით შექმნილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის (შემდგომში – სარეზერვო ფონდის) ხარჯვის მექანიზმს. |
2.
სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი. |
3.
დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა) სარეზერვო ფონდის გაზრდა. |
4.
სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (გარდა პროცენტისა) ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა. |
მუხლი 2.
სარეზერვო ფონდის განკარგვა |
ამ წესის შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს; ბ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულების ხარჯი; გ) წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის, ქარიშხლის, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯი; დ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი უკიდურესად მძიმე ან/და გადაუდებელ შემთხვევებთან (მათ შორის, სარიტუალო მომსახურებასთან) დაკავშირებული ხარჯი; ე) რომელიმე მუხლში ობიექტური მიზეზით სახსრების დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში, დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისთვის. |
მუხლი 3.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა |
1.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება ან შეტყობინება და უფლებამოსილების სფეროს მიხედვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამსახური) ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა. |
2.
საკითხის განხილვისას სამსახური შესაბამისი ორგანოებისა და პირებისგან გამოითხოვს მასალებს, ცნობებს, ფოტომასალებსა და მონაცემებს, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას. |
3.
ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა) საფუძველზე, თანხას გამოყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. |
4.
საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისთვის მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. |
5.
მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას. |
6.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები