„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 30/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 120020040.22.034.016785
96
31/08/2018
ვებგვერდი, 03/09/2018
120020040.22.034.016785
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №96

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და ,,ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის №1457 განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/10/2014, 120020040.22.034.016373) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებს (ბილეთებს) (დანართი №1) დაემატოს №1742-№1792 ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები (ბილეთები), ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.

2. „ბ“ - „თ“ ქვეპუნქტებით და „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილებს (დანართი №2 - დანართი №8 და დანართი №10) დაემატოს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ეკომართვის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 30 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია