„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016799
110
20/09/2018
ვებგვერდი, 20/09/2018
140130000.22.034.016799
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №110

2018 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746  ბრძანებით (ვებგვერდი, 30/09/2015, 140130000.22.034.016483) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების მეთოდური და პრაქტიკული დახმარება, მთავარ ექსპერტთა, უფროს ექსპერტთა, ექსპერტთა და უმცროს ექსპერტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება, მათი მუშაობის შემოწმება და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;“.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანაშაულის კვალის, ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა; კინოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა, სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების გაწვრთნა და მოვლა-პატრონობა, სათანადოდ გაწვრთნილი სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების  გამოყენება;”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია