„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017593
36/ნ
19/09/2018
ვებგვერდი, 19/09/2018
430010000.22.022.017593
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2018 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, №163, 14/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016036) დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ (დანართი №4):

1. 040783 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები:

„040784 – სატვირთო ავტოტრანსპორტისა და სპეცდანიშნულების ტექნიკის შეკეთება;

040785 – ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთება“.

2. 080657 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები:

„080658 – მინის მხატვრული დამუშავება;

080659 – მხატვრული ქსოვა;

080660 – თექის დამზადება;

080661 – ქარგვა“.

3. 041555 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაცია:

„041556 – აგრომექანიზაცია“.

4. 090252 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაცია:

„090253 – დენტალური საქმე“.

5. 040781 პროფესიული სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„040781 – მსუბუქი ავტომობილის შეკეთება“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი