დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 102010000.22.026.016615 |
|
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება 1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. 2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები. 3. კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებია: ა) სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება; ბ) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სისხლის-სამართლებრივი დევნის დაწყება, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა; დ) სამხედრო მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა; ე) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება; ვ) ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა, რომელთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოსამსახურის უღირსი საქციელის მოტივით სამსახურიდან შესაძლო დათხოვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მეორე დღიდან; ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან; გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მეორე დღიდან; დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნის დღიდან; ე) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება სამსახურიდან ჩამოშორების დღიდან; ვ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება შესაბამისი მასალების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის დღიდან. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, განაცდური პერიოდი მოსამსახურეს ჩაეთვლება შრომის სტაჟში და მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური/უფროსი. მას არ ეძლევა შრომის ანაზღაურება სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები