„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 535/ძ
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2018
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016102
535/ძ
29/08/2018
ვებგვერდი, 03/09/2018
040030000.33.062.016102
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №535/ძ

2018 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 16/11/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.062.016019) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68.“.
2. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცენტრის საქმიანობის ძირითად ფორმას წარმოადგენს სკოლისგარეშე ინდივიდუალური და ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელ-სააღმზრდელო და თეორიული მეცადინეობები, სასწავლო-საწვრთნო შეკრებები, მონაწილეობა ქვეყნისა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სამატჩო შეხვედრები, პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების, პირველობების და ოლიმპიური თამაშების ვიდეო და აუდიოჩანაწერების გარჩევა და სხვა. სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდური საქმიანობა სასწავლო-საწვრთნო-სააღმზრდელო პროცესებთან დაკავშირებით.“.

3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განათავსოს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გამოსცეს მეცნიერულ-ტექნიკური, პოპულარული, სასწავლო, ლიტერატურული და სხვა სახის პერიოდული გამოცემები, შეიმუშაოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები;“.
4. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრიმანანა ქვაჩახია