,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტი №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.134.016283
40
31/08/2018
ვებგვერდი, 03/09/2018
010250000.35.134.016283
,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტი №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2018 წლის 31 აგვისტო

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.134.016192) შეტანილ იქნეს  ცვლილება და
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის (შემდგომში – მერი) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადების, ამომრჩეველთათვის წარდგენის, საჯარო შეხვედრების გამართვისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესს.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადება და ქედის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებისათვის წარდგენა

1. მერი  ვალდებულია ამომრჩეველს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.

2. მერის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

3. საჯარო შეხვედრების მოწყობისა და მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მომზადების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის მერის ადმინსიტრაციული სამსახური (შემდგომში – ადმინისტრაციული სამსახური) იწყებს მუშაობას და ამზადებს ანგარიშს ყოველი წლის სექტემბრის თვეში.

4. ქედის მუნიციპალიტეტის მერის ყველა სამსახური და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს ყოველი წლის 15 სექტემბრისა ადმინისტრაციულ სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

5. ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია   არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი ოქტომბრისა სამსახურებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე მოამზადოს მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი (განსახორციელებელი) ღონისძიებების შესახებ და წარუდგინოს მერს განსახილველად.

6. ადმინისტრაციული სამსახური მერის შენიშვნების გათვალისწინებით, არაუგვინეს ყოველი წლის 5 ოქტომბრისა ამზადებს ანგარიშის საბოლოო სახეს, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით გეგმავს საჯარო შეხვედრების გრაფიკს (არაუგვიანეს 1 ნოემბრისა) და უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის შემუშავებას, გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობას.

7. მერის საჯარო შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია  წინასწარ, 7 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიაციალურ ვებგვერდზე www.keda.ge. ინფორმაცია აგრეთვე უნდა განთავსდეს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.

8. მერი მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა, გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება მერის მიერ. საჯარო შეხვედრების რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, საჯარო შეხვედრებზე მოსახლეობის დასწრების ინტენსივობა და მოსახლეობის დაინტერესების ხარისხი.

9. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერისა და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.ge  ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე