„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.134.016276
33
31/08/2018
ვებგვერდი, 03/09/2018
330010040.35.134.016276
„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2018 წლის 31 აგვისტო

დაბა ქედა

„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად  უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №21 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:330010040.35.134.016039, 23/08/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის (დანართი 2):
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესის საფუძველზე.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სანებართვო მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებ­ლად ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – „მერია“). სანებართვო მოწმობის შეკვეთას მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

5. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლე­ბა აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობი­ლობა. მინდობილობა (რწმუნებულება) ქედის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – „მერი“) ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სანებართვო მოწმობის გაცემა და დაბრუნება

1. სანებართვო მოწმობის გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე (შემდგომ­ში – „სამსახური“) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. სანებართვო მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სანებართვო მოწმო­ბის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში, ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დანართი №3-ისა.

3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანა­წერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლო­ბის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი.

4. მერიის შესაბამის სამსახურზე სანებართვო მოწმობის გაცემას მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი. პასუხისმგებელ პირს მერიის ერთ-ერთ პროფესიული საჯარო მოხელეთაგან ბრძანებით განსაზღვრავს მერი.

5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს სანებართვო მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) სანებართვო მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს მერს.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ნებართვის გამცემი (ქედის მუნიციპალიტეტის მერი). სანებართვო მოწმობის ავთენტიკურობა დასტურდება ქედის მუნიციპალიტეტის მერის ბეჭდით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე