,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე “ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის N26 ბრძანებაში ცვლილების შესახებ“

,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე “ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის N26 ბრძანებაში ცვლილების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 310050020.54.066.016141
167
31/08/2018
ვებგვერდი, 03/09/2018
310050020.54.066.016141
,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე “ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის N26 ბრძანებაში ცვლილების შესახებ“
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №167

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე “ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2017, 310050020.54.066.016108) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-5 მუხლის:

ა) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-20 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვის გაცემა ხორციელდება მძღოლის შესაბამისი კლასის მართვის მოწმობის საფუძველზე.”;

გ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,201 “,  ,,202’’ და ,,203“  პუნქტები:

,,201. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში უნდა გადაადგილდეს გამცილებლის თანხლებით.

202. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაცილებას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების  პერსონალი ან  დაინტერესებული საწარმოს/ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის მოწმობას და  "საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანების  შესაბამისად გაცემულ  მოწმობას.

203. ერთჯერადი საშვის მქონე  ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საშვის მოქმედების ვადის ამოწურვის  ან სამუშაოს დასრულებისთანავე, საშვი დაუბრუნოს საშვის გამცემს.’’;

დ) 26-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 28-ე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,28.  ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივ საშვზე აღინიშნება  შემდეგი ინფორმაცია:  

ა)  საშვის მოქმედების ვადა;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მარკა/მოდელი;

გ)  საშვის გამცემის ლოგო;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დამსაქმებელი, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი იურიდიული პირის, ან სახელმწიფო უწყების დასახელება;

ე)  საშვის გამცემი პირის ხელმოწერა; 

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი და გვარი;

შენიშვნა 1:  ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთზე მეტი მძღოლის მიერ მართვის  შემთხვევაში, სახელი და გვარი დაიტანება საშვის მეორე გვერდზე/მხარეს.

შენიშვნა 2:  ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიშვება აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების იმ ზონებში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ გაცემული მართვის მოწმობით არის   განსაზღვრული.”;

ვ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,29. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მძღოლის გარდა იმყოფება სხვა პირი, მას  უნდა გააჩნდეს აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვი და უნდა გაიაროს დაშვების  კონტროლი.’’;

ზ) 33-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს თანამშრომლების  განცხადება პიროვნების მუდმივი საშვის გაცემის შესახებ (დანართი №7) წარედგინება სააგენტოს დირექტორს განსახილველად. განცხადებას უნდა დაერთოს საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.’’;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,11 ’’ პუნქტი:

„11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორი მინისტრის მოადგილე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკისა და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანამშრომლები პიროვნების მუდმივი საშვის მისაღებად სააგენტოში წარადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით შუამდგომლობას და განაცხადებას (დანართი №7).“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პიროვნების მუდმივი საშვი, სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაშვებით, გაიცემა  ამ მუხლით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ესაჭიროებათ სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაშვება. აღნიშნულ ზონებში დაშვება თანხმდება სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან, რის შესახებაც აღინიშნება განცხადების შესაბამის გრაფაში.’’

3. წესის  №1, №6, №7 და №8  დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია