დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 07 ნოემბრის №147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.017587 |
|
„საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 07 ნოემბრის №147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 07 ნოემბრის №147/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/11/2014; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.016882) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – სკოლა) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის უფლებამოსილების და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:“; ბ.ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დირექტორის არჩევის ოქმი;“; ბ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დირექტორის, ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემთხვევაში მართვის სისტემა რეგისტრაციას უზრუნველყოფს დირექტორის დანიშვნის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე;“; ბ.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:“; ბ.ე) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ბ.ვ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლად სკოლის თანამშრომლის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:“; გ.ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლის დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება, სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.“; გ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის:“; გ.დ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; გ.ე) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი სკოლის თანამშრომლის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; გ.ვ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს - სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.“; დ) მე-4 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებულ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს მართვის სისტემა.“; დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი მონაცემების რეგისტრაციის შესახებ.“; დ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების ამ წესით დადგენილ მოთხოვებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მართვის სისტემა უფლებამოსილია დაადგინოს ხარვეზი და მოითხოვოს დოკუმენტების დამატებით წარდგენა ან უარი განაცხადოს წარდგენილი მონაცემების რეგისტრაციის შესახებ.“; დ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემების რეგისტრაციას ახორციელებს მართვის სისტემა.“; დ.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის უფლებამოსილების რეგისტრაცია ავტომატურად იწვევს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უკვე რეგისტრირებული იმავე სტატუსის მქონე პირის რეგისტრაციის შეწყვეტას.“; ე) მე-5 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია რეგისტრაციის შემდგომ ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები გადაუგზავნოს მართვის სისტემას, რომელიც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები