„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020759
443
29/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
470000000.10.003.020759
„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №443

2018 წლის 29 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470000000.10.003.020302) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №13 დანართის (დიაბეტის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,300.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

დიაბეტის მართვა

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

1,459,5

2

 სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

820.0

3

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

9,516.5

4

 უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

300.0

5

 სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

204.0

 

სულ

12,300.0

                                                                                                                   .“.

2. №16 დანართის (ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,500.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა

364.0

2

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა და სიმპტომური მკურნალობა

1,900.0

3

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

1,236.0

3.1

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

950.0

3.2

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

286.0

 

სულ:

3,500.0

.“.

3. №19 დანართის (სოფლის ექიმი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26,000.0 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად (მათ შორის, ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ექიმის ჩანთისა და სამედიცინო დოკუმენტაციის ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა)

19,524.5

2

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება

3,738.2

3

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

207.3

4

სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა

2,530.0

 

სულ

26,000.0

                                                       .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე