დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.020760 |
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470230000.10.003.020291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-2 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ზ.ა) 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით; ზ.ბ) სპეციალიზებული ფორმის (ფეხსაცმლის) შესყიდვა; ზ.გ) რეანიმობილის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის (2 ერთეული) აღჭურვისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის (სენაკი, ხაშური, წყალტუბო, ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი, მესტია) სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობის, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) შპს „დმანისის ცენტრალური საავადმყოფოს“ (ს/კ: 428884059) კაპიტალში წილის 100%-ის გამოსყიდვა.“. 3. მე- 3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“, ხოლო მე-11 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ანგარიშებზე მიმართვა; ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.“. 4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა.“. 5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.“. 6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 9 389.1 ათასი ლარით:
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები