დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/08/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.150.016145 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
1. „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებაში (ვებგვერდი, 29.12.2017, საიდ.კოდი: 190020020.35.150.016135) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის). |
მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 27 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
თავი I
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 2413.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 3. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 2413.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 2424.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით. ათას ლარებში
მუხლი 5. ახალგორის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლებისა და ზრდის ფუნქცია ათას ლარებში
მუხლი 6. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანასური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 42.9 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
მუხლი 8. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო იუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 8.1 დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 90.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის − 40.8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის − 44.0 ათასი ლარი; გ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის − 5.2 ათასი ლარი. მუხლი 9. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 10. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 10.1 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ათას ლარებში 10.1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
10.2 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ახლგორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლების საცხოვრებელი უბნების ეზოების დაგვა-დასუფთავება და ნაგვის გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა-შენახვა, საოჯახო საკანალიზაციო არხების ამოწმენდა, ადგილობრივი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა. ათას ლარებში
10.2.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) წეროვანის, წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა- შენახვის პროგრამა, საოჯახო საკანალიზაციო სისტემების მომსახურების გარე ქსელის ამოწმენდის სამუშაოები, წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) წეროვანის, წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ადგილობრივი წყლის სისტემების რეაბილიტაცია. ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლების შიდა გზების დაგვა-დასუფთავება, ფრეზეთის დევნილთა დასახლებიდან ნაგვის გატანა.ასევე წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დასახლებების ზამთრის ნარჩენებისაგან გაწმენდა. გ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული საკანალიზაციო გამწმენდი კოლექტორის მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია, ამასთან ერთად, საოჯახო საკანალიზაციო სისტემების ამოწმენდა და რეაბილიტაცია. დ) გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგამის ფარგლებში წეროვანის დევნილთა დასახლებაში დაგეგმილია მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. ე) გარე განათების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში წეროვანის, წილკნის და ფრეზეთის დასახლებაში დაგეგმილია გარე განათების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. 10.3 განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიზნით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება ათას ლარებში
ა) სკოლამდელი განათლება − ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) გაერთიანების ფარგლებში წეროვანისა და წილკანის დევნილთა დასახლებებში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს თითო საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 455 ბავშვი, ფილიალი ფუნქციონირებს ასევე ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც 25-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი იზრდება. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის თანამშრომელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, კვებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს, ასევე ხორციელდება არსებული ბაღის რეაბილიტაცია. ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე საღმზრდელო დაწესებულება – წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლი (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასკოლო ასაკის ბავშვთა სკოლისგარეშე სფეროში ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირება. ახალგაზრდულ სახლში არსებობს ხატვის, ქსოვის, მინანქრის, მხარეთმცოდნეობის, ჭადრაკის, ჭრა-კერვის, გალობის, მათემატიკის, ქართულისა და ქიმიის შემსწავლელი წრეები, სადაც დევნილი ბავშვები სკოლის გაკვეთილების შემდეგ იღებენ დამატებით განათლებას. ახალგაზრდულ სახლს ჰყავს 210-მდე სკოლის ასაკის ბენეფიციარი. 10.4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას ,წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ათას ლარებში
10.4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ა) სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 01) 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება მოხდება მათი დაფინანსება. არსებული პროგრამა ემსახურება 200-მდე სკოლის ასაკის სპორტსმენს. 10.4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წეროვანის დევნილთა დასხლებაში არსებული კულტურის სახლის, ახალგორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება. ა) ახალგორის სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) წეროვანის დევნილთა დასახლებაში ფუნქციონირებს მუსიკალური სკოლა ექვსწლედით, სადაც სწავლობს 80-მდე მოსწავლე,მათი მონაწილეობით ხდება კლასიკური და ხალხური მუსიკის პოპულარიზაცია, იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები . ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული ცენტრალური ბიბლიოთეკა. გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 04) წეროვანის დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლის არსებობას განაპირობებს კულტურული ტრადიციების დაცვისა და მხარის ღირსეულად წარმოჩენის დიდი სულისკვეთება.კულტურის სახლი ემსახურება ახალგაზრდა ხელოვანებს და დასახლებაში არსებულ ანსაბლებებს, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობისათვის მათი რეპერტუარის გაცნობას. 10.4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინანსდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის გავლით. 10.5 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
10.5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
10.5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგორიდან დევნილი იმ მოსახლეობის დახმარება, რომელთა კონკრეტული გამოკვლევის, ოპერაციის ან მკურნალობის დაფინანსება სრულად არ არის გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევით. ბ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილა მარჩენალდაკარგულ პირთა ერთჯერადი დახმარება. ახალგორიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება ოჯახზე, რომლის ოდენობაც შეადგენს 400 ლარს. გ) ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახისთვის ბავშვის შეძენაზე, რომლის ოდენობაც შეადგენს 300 ლარს.
თავი III ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 11. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები