ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016379
75
29/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
010250020.35.119.016379
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №75

2018 წლის 29 აგვისტო

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  და  საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ / იურდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა (მათ შორის ხელმძღვანელთა ) დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივნისის №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge; ს/კ: 010250020.35.119.016289, 30/06/2016)     და  ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ / იურდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 მაისის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge; ს/კ:   010250020.35.119.016287, 31/05/2016) .
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე