დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016467 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 06.02.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.123.016279) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დანართის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ლ¹“ ქვეპუნქტი. 2. დანართის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უფლებამოსილია ავტომანქანა გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე, ხოლო „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, ავტომანქანების გადაყვანა საჯარიმო სადგომზე განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები