საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 29/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016421
46/2018
29/08/2018
ვებგვერდი, 29/08/2018
010190020.15.008.016421
საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №46/2018

2018 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წამომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში:

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და ცესკოს მიერ რეგისტრირებული  პარტიები, რომელთაც სჭირდებათ საარჩევნო რეგისტრაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის, კანონით დადგენილ ვადაში მონაწილეობის თაობაზე, მხოლოდ პარტიის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებით მიმართავენ ცესკოს.

2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო/ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია (თუ ამავე ოლქის საზღვრებში იმართება შუალედური არჩევნები) და მათი დამკვირვებლები, უფლებამოსილნი არიან ხელახალი რეგისტრაციის გარეშე დააკვირდნენ შუალედურ არჩევნებს.
3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები, უფლებამოსილნი არიან  შუალედური არჩევნების პროცესში, ხელახალი აკრედიტაციის გავლის გარეშე განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებანი.

4. შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო  ოლქების საზღვრებს.

5. შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის შექმნილ შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს.

6. შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

7. შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ამომრჩეველთა სიებს (ძირითადი, სპეციალური/გადასატანი ყუთის) წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ფორმირებული შესაბამისი სიები.

8. შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ფუნქციებს შესაბამის საარჩევნო კომისიებში ასრულებენ ამავე სუბიექტის მიერ იმავე საარჩევნო კომისიებში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის დანიშნული წარმომადგენლები.

9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, სტენდები და სააგიტაციო შეხვედრებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული შეხვედრების ადგილები შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს შუალედური  არჩევნების ანალოგიური მიზნებისათვის.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: . თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი