დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვარის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016326 |
117
29/08/2018
ვებგვერდი, 31/08/2018
010250050.35.130.016326
საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვარის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 03/02/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 852 მუხლისა და 855 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის თავი I-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზოგადი დებულებები დასახლებისათვის, სადაც რეგისტირირებული ამომრჩეველი აღემატება 500-ს“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს (შემდგომ – ამომრჩეველთა არანაკლებ 5%)“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები