დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 38 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/08/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016390 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.104.016349) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი თავი I წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12 721.1 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები2 150.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გრანტები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10 121.1 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 450,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8 048.3ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა5,407.2ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -908,0ათასი ლარით. მუხლი 11. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება-1131,1ათასი ლარით. მუხლი 12. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება-223.1 ათასილარით. მუხლი 13. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 18.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 178.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100.0 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 78.0 ათასილარი; 2. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის განხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: მუნიციპალური გზების და ხიდ-ბოგირების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, გარე განათების ქსელის, სკვერების, პარკების, გამწვანების ობიექტების, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაფინანსდება კეთილმოწყობის სამუშაოები.
ა)გზების და ხიდების მშენებლობა რეაბილიტაცია, მათი მოვლა- შენახვა(პროგრამული კოდი 03 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალური გზების და ხიდ-ბოგირების შენახვა–რეაბილიტაციის სამუშაოები.
ბ)კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. ბ.ა)საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების შეღებვა და ტერიტორიების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის ქ. წალენჯიხაში და ქ. ჯვარში არსებულისაცხოვრებელი კორპუსებისრეაბილიტაციის და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები. ბ.ბ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ქსელის მოწყობის, არსებული ქსელის რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის დაექსპლოატაციის ხარჯები. ბ.გ)ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. წალენჯიხის და მუნიციპალიტეტის თემების დასუფთავების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის, ქალაქისსაცხოვრებელი კორპუსების ეზოებიდანსაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, ქუჩების, პარკების, სკვერების და სხვა ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა–დასუფთავების ღონისძიებები. ბ.დ) ა(ა) იპ ქ. ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. ჯვარის დასუფთავების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, ქუჩების, პარკების, სკვერების და სხვა ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა–დასუფთავების ღონისძიებები. ბ.ე) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ.წალენჯიხის საშანაოსა და ეწერის ადმ.ერთეულში საჭანტურიოს უბანში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, ასევე საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელ-სამეურნეო მაგისტრალებისა და ქსელების რებილიტაცია. გ) სასოფლო-სამეურნო მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაფინანსება. დ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ჯებირების, ხიდბოგირების და გაბიონების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ე)მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამაითვალისწინებს ქალაქების ქუჩებისა და ტროტუარების აღდგენას, სკვერების პარკებისა და გამწვანების ობიექტების მოვლა–შენახვას და რეაბილიტაციას, საგზაო ნიშნების და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობას, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქების და თემების გაფორმებას და სხვა ღონისძიებებს. ე.ა) ქ. წალენჯიხის ინფრასტუქტურის განვითარების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 06 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკის და სკვერების რეაბილიტაციას.
ზ) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია. თ) რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. 3.განათლება (პროგრამული კოდი 04 00) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვისსაჭირო ხარჯების დაფინანსება, ბაღების რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიმდინარე რემონტისა და სხვა ღონისძიებების თანადაფინანსება. ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული 32 საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები.ქვეპროგრამა მთლიანობაში ემსახურება1200-ზე მეტ ბავშვს. ბ) საჯარო სკოლების დაფინანსება(პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება. დ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი დაწესებულებების შენობების რეაბილიტაციის და ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის დაფინანსება. 4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების სრულად გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი, წარმატებული სპორტსმენების წახალისება. ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 16 სპორტული წრე, მათ შორის ჭადრაკის, ჭიდაობის, კრივის, კალთბურთის და სხვა, სადაც გაერთიანებულია 300-მდე მოსწავლე. ა.ბ) ფეხბურთის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრი“-ს დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ბავშვთა საფეხბურთო 5 ჯგუფს და 100-მდე სპორტსმენს. ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია ბავშთა ფეხბურთის განვითარება და ნიჭიერი ფეხხურთელების აღზრდა. ა.გ) ფეხბურთის განვითარების ცენტრი-საფეხბურთო კლუბი სქური (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრი“-ს დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ბავშვთა საფეხბურთო 5 ჯგუფს და 100-მდე სპორტსმენს. ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია ბავშთა ფეხბურთის განვითარება და ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდა. ბ)კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, ასევე, სადღესასწაულო დღეებში ჩატარდება გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდიური წესით დაფინანსდება ა(ა)იპ ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, თანამშრომლობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, ცალკეულ ხელოვანებთან, სხვადასხვა დარგის დამსახურებულ მოღვაწეებთან, ატარებს კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში. აწყობს სახვითი დეკორატიული-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას. მომსახურებას უწევს ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნას, სახალხო დღესასწაულების აღსანიშნი ღონისძიებების ჩატარებას („გრანელობა“, „ჯარალუა“, „ტარასობა“ და სხვა). კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების, მუზეუმების, კლუბების და კულტურის სახლების ფუნქციონირებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 21 ბიბლიოთეკა, მათ შორის 1 საბავშვო, 1 ცენტრალური და 19 სათემო. წლის განმავლობაში ბიბლიოთეკები ემსახურება 17 ათასამდე მკითხველს, მათ შორის 1-9 კლასის 4 ათასამდე მოსწავლეს. კოორდინაციას უწევს ტერენტი გრანელის სახელობის მუზეუმს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლეო ქიაჩელის მუზეუმს, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას სახელობის მუზეუმს. სამუზეუმო კოლექციებში ძირითადად დაცულია მათი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალები და პირადი ნივთები.მუზეუმები სისტემატურად ღებულობენ დამთვალიერებლებს, მათ შორის უცხოელ ტურისტებსაც. მუზეუმებში ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბები, სადაც ტარდებამრავალი საინტერესო კულტურული, სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. ბ.ბ)ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმათლებლო ცენტრის“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი”,რაც გამოიხატება შრომის ანაზღაურების და მიმდინარე ხარჯების სუბსიდირებაში. ცენტრში ფუნქციონირებს სახელოვნებო და საგანმანათლებლო განყოფილებები. სახელოვნებო განყოფილებებში ისწავლება ფორტეპიანო, საგუნდო სიმღერა, ვოკალი, ფოლკლორი და მუსიკალური ლიტერატურა. სწავლის ხანგრძლივობაა 6 წელი. ბავშვთა რაოდენობა სახელოვნებო განყოფილებებში შეადგენს 152 აღსაზრდელს. საგანმანათლებლო განყოფილებაში ფუნქციონირებს 13 წრე: ინგლისური ენის, მგალობელთა, ხატვის, ვოკალური, სამეჯლისო, უნარჩვევების, მხატვრული კითხვის, ლიტერატურის, რუსული ენის, თექის, კომპიუტერის შემსწავლელი, თეატრალური და ქორეოგრაფიული წრეები. საგანმანათლებლო განყოფილების წრეებში სწავლობს 160 მოსწავლე. წრეებში სწავლის საფასური არის 5 დან 15 ლარამდე. ცენტრის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდასასკოლო, რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. ცენტრი ზრუნავს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენასა და წარმოჩინებაზე, მათ დახმარებაზე პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში. გ)ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ცენტრების მეშვეობით,დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში, ასევე,დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების სხვადასხვა ღონისძიებებზე მგზავრობის, სტუდენტური დღეების და მხიარული სტარტების ხარჯები. დ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05.04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5.მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 00): ა) ჯანმრთელობის დაცვა (06 01) ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: საგანმანათლებლო, აღზმრდელობით და საგანმანათლებლო-აღზმრდელობით დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; საგანმანათლებლო, აღზმრდელობით და საგანმანათლებლო-აღზმრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაციას და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვას, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწას და გაუმჯობესებას; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივ შემცირებას მისი კონტროლის გზით; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობას და მათზე სწრაფ რეაგირებას, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას; არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან ჯანმრთელობის დაცვას მოსახლეობის ინფორმირების გზით. ა.ბ) ჯამრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 02). საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული დაფინანსება ანგარიშდება მომსახურების მიმწოდებლის ტარიფის არეალის ზედა ზღვარზე დაფიქსირებული ღირებულებიდან. ხშირ შემთხვევავაში აღნიშნული ტარიფი აჭარბებს ტარიფის არეალის ლიმიტს, შესაბამისად პაციენტის თანაგადახდა ხშირად მეტია საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ თანხაზე . პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის თანაგადახდაში თანა მონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით: თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია,დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი. ხოლო თუ 70% -ზე ნაკლებია- დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფარული თანხის 25%.ამ ორივე შემთხვევაში პროგრამით გამოთვლილი თანხის დაფინანსებას ექვემდებარება 100 ლარი და ზემოთ არა უმეტეს 500 ლარისა . პროგრამა ასევე არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევების თანადაფინანსებით. პროგრამა ძირითადად ითვალისწინებს საგარანტიო წერილის გაცემას,რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლი მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ. საგარანტიო წერილის გასაცემად საჭიროა შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა ფ.N 100 და საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი, ან იგივე ინფორმაციის მატარებელი სხვა დოკუმენტი. დასაფინანსებელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს სოციალური კომისია , ხოლო საგარანტიო წერილს გასცემს მუნიციპალიტეტის მერი.იშვიათ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ არა უგვიანეს 3 თვის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორებით პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ა.გ) ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 03). პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიური აშლილობით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა დამატებით საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას. ბენფიციართა შერჩევა ხდება სოციალური კომისიის მიერ ფსიქონარკოლოგიური დისპანსერიდან ყოველ კვარტალურად მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით . ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამედიცინო ფ № 100 და პირადი საბანკო ანგარიში. საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრის, ან მეურვეობის შესაბამისი დოკუმენტაცია. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე, ან მეურვეზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას და გათვლილია 40 ბენეფიციარზე . ა.დ) თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების საჭირო ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნვრელყოფა(პროგრამული კოდი 06 01 04).. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ფ № 100 და პირადი საბანკო ანგარიში. აღნიშნულ დოკუმენტაციას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია. ა.ე) მუდმივად ან სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 01 05). პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი , სირინგომიელია, მოტონეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, ლეიკემია, პარკისონის დაავადება) და მუდმივად ან სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დაავადების დამადასტურებელი მიმდინარე, ან წინა წლის ფ №100, საჭირო მედიკამენტის მუდმივად, ან სისტემატურად საჭიროების მითითებით. პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას .
აღნიშნულ დოკუმენტაციას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია.
მრავალ შვილიანი ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველ თვიურად დახმარება გაიცემა 50 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია. ბ.ე) შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 05).. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000 -ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არ არიან ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ სსე ( სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა ) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით- მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე), ან საწოლს მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს. ასევე ჯამრთელობის ფ N 100 მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით, პირადობის მოწმობის ასლს, სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, პირად საბანკო ანგარიშს. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის უფლება მოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლს და საბანკო ანგარიშს. დაფინანსება ,ყოველთვიურად თითოეული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე 100 ლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვით, მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით ჩამოთვლილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ. ბ.ვ) დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 06). პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები,რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოადგენენ სტასუსის დამადასტურებელ დოკუმენტს ,დაბადების მოწმობის ასლს ,პირადობის მოწმობის ასლს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მათზე მეურვეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მეურვის პირადობის მოწმობის ასლს და პირად ანგარიშს. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ დედ-მამით ობოლ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობის დახმარებას მეურვის პირად ანგარიშზე ჩარიცხვას. აღნიშნული დოკუმენტების განხილვის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია. ბ.ზ) საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07).
პროგრამა მოიცავს საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახებზე დახმარების გაწევას საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით. დახმარება გაიცემა დაღუპულთა ოჯახის წევრებზე. პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევის დროსა და გასაცემი თანხის ოდენობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს მუნიციპალიტეტის მერი. ბენეფიციართა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია. ბ.თ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08). ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან მიზნობრივად გამოსახლებულ პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართების დაქირავებით. გ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა(პროგრამული კოდი 06 03). პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მეწყერი, ქარბუქი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას პროგრამით სარგებლობისათვის სტიიქიით დაზარალებულმა პირმა ხანძრით დაზიანების შემთხვევაში უნდა წარმოდგინოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა, სტიქიის ამსახველი ფოტო მასალა, სხვა შემთხვევებში სათანადო საექსპერტო ან/და გეოლოგიური დასკვნა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ფოტო მასალით. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა. დაზარალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდგე დაზარალებულ ოჯახზე ფულადი დახმარების ოდენობას 3000 ლარამდე განსაზღვრავს სოციალური კომისია.
დახმარება გაეწევა მიმდინარე წელს დაზარალებულ ოჯახს.
დ) სარიტუალო მომსახურება(პროგრამული კოდი 06 04). პროგრამა ითვალისწინებს არსებული კანონმდებლობით დადგენილი გარდაცვლილი დიდი სამამულო ომის მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა და იძულებით გაადადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე გაიცემა 100 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება.სხვა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში -250 ლარი. გარდაცვლილის ოჯახისა წევრმა უნდა წარმოადგინოს ცნობა გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდაცვლილის ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია.
ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (უფასო სასადილო) (პროგრამული კოდი 06 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 222 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა, მათ შორის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების კვებით უზრუნველყოფა. ვ) წინა წლის არსებული დავალიანებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 06) ამ მუხლში განიხილება წინა წელს გაცემული დაუფინასებელი საგარანტიო წერილებისა და გაწეული სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მოთხოვნები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დაფინანსების თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია. თავი III წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
”
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები