საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016275
20
23/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
300280000.16.009.016275
საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №20

2018 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  №20 დადგენილების (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:

„61. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ – „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.“.

2. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „51“ პუნქტი:

„51. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.“.

3. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:

„61. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია წყალმომარაგების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან.

 


კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია