დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 ივნისის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.141.016271 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 ივნისის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 ივნისის №41 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების დანართში შეტანილი შემდეგი ცვლილებები (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 20/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.141.016266):
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები კომერციული მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ წესის პირობების გათვალისწინებით“; ბ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ცხოველის მიერ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა; მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ცხოველის ვეტერინალური ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ცხოველის პატრონი“; გ) მე-7 მუხლის მე-2 , მე-8, მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად“; ე) მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია: ა) იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს: ა.ა) აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); ა.ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას; ა.გ) ძლიერ ტრამვებს ან/და დაზიანებებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; ა.დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს; ა.ე) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს; ა.ვ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად; ა.ზ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში)“. ვ) მე-10 მუხლის მეორე პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ზ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს; ი) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს; ლ) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები