“დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.156.016341
43
27/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
010330000.35.156.016341
“დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №43

2018 წლის 27 აგვისტო

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2018; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.156.016334) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1  დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დანართი №1-ის შესაბამისად“ და დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი



დანართი №1

 

დმანისის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების მექანიზმის სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის პროცედურებს.

2. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის.

3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება დმანისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი დმანისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში.

4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.

მუხლი 2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წამოყენების წესი და პირობები

1. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა ან/და ორგანიზაციებს;

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერს;

გ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.

2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად, კანდიდატის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღწერით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მუხლი 3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების პროცედურები

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე შექმნილ დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფში შესაძლებელია შევიდნენ საზოგადოების წარმომადგენლები ან/და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.

3. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ სამი წევრისაგან.

4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესა და მდივანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ნიშნავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი.

5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) სახით.

6. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

მუხლი 4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი

ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად. სხდომა უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;

ბ) სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

 გ) სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;

დ) წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი;

ე) სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ არსებულ რეკომენდაციებს, საქართველოს ან/და დმანისის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;

ვ) სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;

ზ) სამუშაო ჯგუფი სწავლობს კანდიდატთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას), რაც აისახება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმში;

თ) სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;

ი) სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება დმანისის მუნიციპალიტეტის მერს.

მუხლი 5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი

1. კანდიდატის წარმდგენის მიერ, სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) კანდიდატის წერილობითი თანხმობა;

ბ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3X4.

2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის დამზადებას, მერის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის მერია.

3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ამტკიცებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი.

4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი და დასტურდება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.

5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.

6. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში, რომლის ელექტრონული ვერსია შესაძლებელია განთავსდეს, შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის და მერიის ვებგვერდზე.

7. სპეციალური წიგნის ფორმასა და წიგნის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს ინდივიდუალური ადმინისტაციული-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ამტკიცებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი. 

მუხლი 6. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების/ჩამორთმევის საფუძვლები

1. პირს შეიძლება ჩამოერთვას დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება:

ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;

ბ) საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე;

გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე.

2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების/ჩამორთმევის უფლება აქვს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის (რეკომენდაციის) საფუძველზე.

მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

დმანისის მუნიციპალიტეტის მოქალაქის წოდების მინიჭების წესში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.