დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016504 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №62 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23.07.2018წ., 010250050.35.160.016498) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 0-12 წლამდე ასაკის ბავშვები (ბენეფიციარები), რომლებიც განეკუთვნებიან ერთ-ერთ კატეგორიას: ბ.ა) აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვები, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი – F84; ბ.ბ) აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვები, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები – F78; R62 და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს) და ასევე მრავალშვილიანი ოჯახების შვილები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები