„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020750
434
24/08/2018
ვებგვერდი, 03/09/2018
010240010.10.003.020750
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №434

2018 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:

ა.ა) წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი;

ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 “ ქვეპუნქტი:

„ა1 ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი დანართ №11 -ის შესაბამისად;“.

2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

განმარტებითი ბარათი

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მი­ზე­ზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამო­ცე­მის) და­­საბუთება)

 

 

 

ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესახებ1

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

(აისახება ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან)

 

პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსოეკონომიკური შედეგების გაანგარიშება

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფი­­ნანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუ­ჯე­ტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახა­ლი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთ­ხ­ვე­ვაში)

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირ­­­­ის (პირთა წრის) შ­ე­სახებ, რომლებზეც გავლენას მო­ახ­დენს სამართლებრივი აქტის მი­­­ღება)

 

 

პროექტის განხორციელების ვადები

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

(მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე)

 

 

პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექ­ტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორ­მა­ცია ორი­ვეს შესახებ).“.

 

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №11:

„დანართი №11

ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი

 

ევროკავშირის სამართლებრივი აქტი

 

საქართველოს სამართლებრივი აქტის/აქტების პროექტი/პროექტები და შესაბამისი მოქმედი სამართლებრივი აქტი/აქტები, არსებობის შემთხვევაში:

№1. სამართლებრივი აქტის პროექტი

№2. სამართლებრივი  აქტი

 

 შესაბამისობა:

 სშ − სრულად შესაბამისი

 ნშ − ნაწილობრივ შესაბამისი

 შ − შეუსაბამო

 ას − არასავალდებულო

1

2

3

4

5

6

7

მუხლი ან ნაწილი

ნორმის ტექსტი

მუხლი ან პუნქტი (ნაწილი)

ნორმის ტექსტი

შესაბამისობა

შენიშვნები

 

 

 

 

 

 

 

 

1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილი.

2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა.

3. ამ ცხრილში საქართველოს სამართლებრივი აქტისთვის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტისთვის მინიჭებული შესაბამისი ნომერი.

4. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი მუხლი ან პუნქტი (ნაწილი).

5. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა.

6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულო).

7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის მიზეზები.

 

შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი პრეამბულისა.“.

 


1 ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისას გამოყენებულია ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საქართველოს სამართლებრივი აქტის იმ პროექტზე, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისთვის მოწონებულია საქართველოს მთავრობის მიერ;

ბ) ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებით ბარათზე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე