„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 ივლისის N51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016422
53
23/08/2018
ვებგვერდი, 29/08/2018
010260020.35.117.016422
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 ივლისის N51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2018 წლის 23 აგვისტო

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 ივლისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 ივლისის  №51  დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 13/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016420) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. პირუტყვის იდენტიფიკაცია განხორციელდება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს  მიერ „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 და „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №228 დადგენილებების ფარგლებში შედგენილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის  სიების საფუძველზე.“ ;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვს არ აღმოაჩნდება ყურზე დამაგრებული ნომერი, პირის საკუთრების უფლების დადასტურება მოხდება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.