დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016440 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 010250050.35.163.016388).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საერო, რელიგიურ და სხვა სახის დღესასწაულებზე დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიებზე სასაჩუქრე ამანათების გაცემა (მათ შორის ფულადი) და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა: ა) საერო და რელიგიური დღესასწაულების ჩამონათვალი: ა.ა) 1 იანვარი – ახალი წელი; ა.ბ) 3 მარტი – დედის დღე; ა.გ) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე; ა.დ) ნოვრუზ ბაირამი; ა.ე) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; ა.ვ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, იესო ქრისტეს აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე - ორშაბათი); ა.ზ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე; ა.თ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; ა.ი) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე – მარიამობა; ა.კ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე. ბ) გასაწევი დახმარების ღირებულების/თანხის ოდენობა: ბ.ა) პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 20-დან 50 ლარის ფარგლებში; ბ.ბ) ფულადი საჩუქრის ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 100-დან 1000 ლარის ფარგლებში; გ) პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა (ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები).". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები