„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016499
54
24/08/2018
ვებგვერდი, 29/08/2018
010250020.35.122.016499
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2018 წლის 24 აგვისტო

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №4  დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016173, 04/02/2014)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  (დანართი №1) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ (გარდა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის), „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისიწინებული სამართალდარღვევისა), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის  (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-2 და მე- 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი (მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი).“.

4.  დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოქმებს ადგენენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ზედამხედველობის სამსახურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის  საჯარო მოსამსახურეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით)  გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი

დანართი №2

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ო ქ მ ი

№ 000000

ოქმის შედგენის თარიღი: „–––––“ „––––––––––––“ 20 წ.

ოქმის შედგენის ადგილი: ----------------------------

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

                                        (თანამდებობა, სახელი, გვარი)

შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ 20   წლის „–––“ „––––––––––“ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შემდეგ მისამართზე:

--------------------------------------------------------------------------–-------------------------------–---------- -----

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია

--------------------------------------------------------–-------------------------------–---------- ------–----------------

(ფიზიკური პირის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(იურიდიული პირის  დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანო  და გაცემის თარიღი)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის თაობაზეც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ––––––---

მუხლითა და 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოწმეები (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა):

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––– –––– –––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი)

2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი)

ოქმს ერთვის / არ ერთვის სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხელმოწერები:

ოქმი შევადგინე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-

სამართალდამრღვევი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოწმეები:

1 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამკვეთი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №