დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 63 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/08/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 24/08/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016466 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018, №190020020.35.123.016424), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის) |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 24 აგვისტოდან.
|
|
დანართი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 59219,0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 12600.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 37147,0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 9472,0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 46934,1 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15522,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 19072,5 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 3550,0 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, შემდეგი რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 10.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
|
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (–3237,6) ათასი ლარის ოდენობით. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ა) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (–357.0) ათასი ლარის ოდენობით. ბ) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 357,0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 11 |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 220.0 ათასი ლარი მიიმართოს:
1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 150.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12 |
დადგინდეს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.
|
მუხლი 13 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25%-ს, რაც ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს 8,2 %-ს.
|
მუხლი 15 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება – გადამზადებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოყოფილია 41,9 ათასი ლარი.
|
მუხლი 16 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ასიგნებაში ასახული ხარჯების განაწილება მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულებზე – სამსახურებზე განხორციელდება საერთო ასიგნების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 17 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, შეიქმნეს სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 500,0 ათასი ლარის ოდენობით, რაც კანონით განსაზღვრულ 2%-ს არ აღემატება და შეადგენს წლიური დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 0,92%-ს, რომელსაც განკარგავს ქალაქ ქუთაისის მერი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 18 |
წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარად და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვროს 50,0 ათასი ლარი, ხოლო თანხების გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 19 |
გათვალისწინებულ იქნეს ქალაქ ქუთაისში, 2015-2016 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის (ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია) აღებული ვალდებულების დასაფინანსებლად (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის) 793,0 ათასი ლარი. დაფინანსება მოხდეს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სესხის მორიგების გრაფიკების მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ.
|
მუხლი 20 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №125 დადგენილების შესაბამისად.
|
მუხლი 21 |
ბიუჯეტით გათვალისწინებული კულტურის ღონისძიებების პროგრამაში საგამომცემლო მომსახურების შემთხვევაში გამოცემულ ჟურნალებზე/წიგნებზე აუცილებლად მიეთითოს „ბეჭდვა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ“, ტირაჟის ოდენობა და მუნიციპალიტეტის ლოგო. ტირაჟის არაუმეტეს 50%-სა, უნდა გადმოეცეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მერიის შესაბამის სამსახურთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 22 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება) დაევალოთ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.
|
მუხლი 23 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ სხვადასახვა პროგრამაში, სოციალური მდგომარეობის სარეიტინგო ქულების გაანგარიშება და გათვალისწინება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სარეიტინგო ქულების სისტემის შესაბამისად.
|
მუხლი 24 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ დამტკიცებული ასიგნებებიდან დაფინანსდეს მხოლოდ ქალაქის ნაკრები გუნდები (სპორტსმენები და მწვრთნელები), სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კალენდარით გათვალისწინებულ ტურნირებში: ქვეყნის პირველობა, ქვეყნის თასი, ქვეყნის ჩემპიონატი. შესაბამისად, აიკრძალოს სხვადასხვა კომერციული ხასიათის ტურნირებისა და საერთაშორისო ტურნირებში (საზღვარგარეთ) მონაწილეობის დაფინანსება.
|
მუხლი 25 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ააიპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა“ და კულტურის ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დაფინანსება სამუსიკო-სახელოვნებო სფეროში განხორციელდბა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სხვა საერთაშორისო უწყებების მიერ განხორციელებულ კონკურსებსა და ღონისძიებებში.
|
მუხლი 26 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გასული წლის შეუსრულებელი ვალდებულებების დაფარვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეპროგრამიდან, ასევე, შესაბამისი პროგრამებიდან.
|
მუხლი 27 |
დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განახორციელოს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების (ააიპ, შპს) ხარჯების განწერა, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების შესაბამისად.
|
თავი II
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 28.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები
|
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (ორგანიზაციული კოდი 02 00): ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 01) ა.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ უკანსკნელი წლების მანძილზე ქალაქში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, გრძელვადიანი საჭიროებებიდან გამომდინარე, მაინც არის მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. ქალაქის ქუჩების ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე, მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებს ითხოვს ბოლო წლების მანძილზე რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი. ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. ბევრი კორპუსის ეზო საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული კეთილმოწყობილი ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი გზიდან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ტრანსპორტით თუ ფეხით, ეზომდე მისასვლელად მაინც მოუწესრიგებელი ტერიტორიის გავლით უწევთ გადაადგილება, აგრეთვე, დისკომფორტს უქმნის ტრანსპორტის მოძრაობას. საჭიროა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ქალაქის სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გასაწმენდია ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შესაკეთებელი და სარეაბილიტაციოა ნიაღვარმიმღები ობიექტები. მოვლას საჭიროებს „მწვანეყვავილას“ პანთეონის ინფრასტრუქტურა. ა.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 12439,1 ათასი ლარი ა.გ) მოსალოდნელი შედეგები: საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა; მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქალაქში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება; საცხოვრებელ სახლებამდე მოწესრიგებული და უსაფრთხო გზით მისვლა; გამართული სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა; ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა; ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირება და მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოების განხორციელება. ა.დ) შეფასების კრიტერიუმები: რეაბილიტირებული გზების რაოდენობა; დამონტაჟებული საგზაო ნიშნების რაოდენობა; ნუმერაციით აღჭურვილი ქუჩების რაოდენობა; რეაბილიტირებული საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რაოდენობა. ბ) გზებისა და ტროტუარების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-პატრონობა (ორგანიზაციული კოდი 02 01 01) ბ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. ბ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა საჭიროებს პერიოდულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას, რათა საავტომობილო გზების საფარის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეფერხდეს საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილება. ბ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 10 784,3 ათასი ლარი: გზებისა და ტროტუარების ა/ბეტონისა და ბეტონის საფარით მიმდინარე (ორმოული) შეკეთება 940,0 ათასი ლარი, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე გრანიტის ფილებისა და ქვის ძელაკების შეკეთება 40,0 ათასი ლარი, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაწნეხილი ფილების შეკეთება 30,0 ათასი ლარი; მუნიციპალური გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 498,5 ათასი ლარი (ო.ფხაკაძის ქუჩის მე-2 შესახვევისა და ინგოროყვას ქუჩის მე-4 შესახვევის გზის ბეტონის საფარისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა – 86,5 ათასი ლარი; ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევში N7 ბინიდან თაბუკაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზამდე გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 147,9 ათასი ლარი; ი.ჭავჭავაძის გამზირის №67-ისა და №67ბ-ს მიმდებარედ გზის ინფრასტრუქტურის მოწყობა – 264,1 ათასი ლარი). საქართველოს მთავრობის 04.04.2013 წლის № 311 განკარგულებით ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-6 შესახვევის, კიკვიძის, ძნელაძის, ჭიათურისა და შარტავას ქუჩების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 151.2 ათასი ლარი; 2016 წლის ვალდებულება 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებით: გ.ტაბიძის ქუჩის მე-4 ჩიხის, წერეთლის ქუჩის მე-4 შესახვევისა და ჭავჭავაძის გამზირზე „მაკდონალდსის“ ირგვლივ სანიაღვრე ქსელისა და გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 183.6 ათასი ლარი; ჟიული შარტავას ქუჩის მე-3 შესახვევის, ჟიული შარტავას ქუჩის პირველი შესახვევის, სოლომონ მეორეს ქუჩისა და წმინდა სამების ქუჩის დამაკავშირებელი გზის, დ.ნიჟარაძის ქუჩის პირველი შესახვევის, რუსთაველის გამზირის მე-6 ჩიხის, ბორის გაპონოვის ქუჩის მე-2 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 219.3 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „უქიმერიონის“ ადმინისტრაციულ ერთეულში 5 ობიექტის (ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის მე-2 შესახვევი, პეტრე იბერის ქუჩის პირველი ჩიხი, ვ.ბარნოვის ქუჩის მე-2 შესახვევი, რუსთაველის გამზირის მე-8 ჩიხი, ლესელიძის ქუჩის მე-5 შესახვევი) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 156.8 ათასი ლარი; 2017 წლის 24 მარტის №569 განკარგულებით ქალაქ ქუთაისში „უქიმერიონის“ ადმინისტრაციულ ერთეულში 2 ქუჩის (ასლანიკაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევი, ქეთევან წამებულის ქუჩის მე-2 შესახვევი) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 184.3 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩიდან სულხან-საბას გამზირამდე შემაერთებელი გზის მოწყობის სამუშაოები 199,5 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში „ვაკისუბნის“ ადმინისტრაციულ ერთეულში 2 ქუჩის (ხუნდაძის ქუჩის ზედა ნაწილი, ხუნდაძის ქუჩის ქვედა ნაწილი) გზის ბეტონის ფილით მოწყობა – 155.1 ათასი ლარი; საქართველოს მთავრობის 17/08/2018 წლის N1621 განკარგულებით: ბელიაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 170,8 ათასი ლარი; ვალერიან გუნიას ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 157,9 ათასი ლარი; ტყიბულის ქუჩის მე-2 და მე-3 შესახვევების, დ.თავდადებულის ქუჩის მე-2 შესახვევისა და თომაშვილის ქუჩის პირველი ჩიხის გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 175,7 ათასი ლარი; გელათის ქუჩის მე-4 შესახვევის გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 166,0 ათასი ლარი; ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 199,4 ათასი ლარი; ლესელიძის ქუჩის მე-2 შესახვევის გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 230,5 ათასი ლარი; გელათის ქუჩაზე დედათა მონასტერთან მისასვლელი გზისა და მწვანეყვავილას ქუჩის 186-ე, 188-ე, 190-ე, 192-ე, 194-ე და 196-ე ნომრებთან გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 119,3 ათასი ლარი; წერეთლის ქუჩის მე-8 ჩიხისა და ნინოშვილის ქუჩის მე-13 ჩიხის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 207.8 ათასი ლარი; ახალგაზრდობის გამზირის მე-6 და მე-7 შესახვევების ბეტონის საფარით მოწყობა – 316,0 ათასი ლარი; ზვიად გამსახურდიას გამზირის მესამე ჩიხის გზის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 263,7 ათასი ლარი; თაბუკაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში, ეკლესიასთან მისასვლელი გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 269,0 ათასი ლარი; ასლანიკაშვილის ქუჩის პირველი შესახვევის, ლესელიძის ქუჩის 1ა ჩიხის და ე.გაბაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 184,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, თბილისის ქუჩის ა/ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 913,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, თბილისის ქუჩის პირველი, მე-2 და მე-4 ჩიხების ა/ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 91,9 ათსი ლარი; ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ჩიხების ა/ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 283.4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩიდან სულხან-საბას გამზირამდე შემაერთებელი გზის მოწყობა (დარჩენილი ნაწილი) – 682,5 ათასი ლარი, ქალაქ ქუთაისში, იაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია (გზა, ტროტუარი, ღვარსადენი, სანათები) – 951,9 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია (გზა, ტროტუარი, ღვარსადენი) – 963,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია (გზა, ტროტუარი, ღვარსადენი) – 953,5 ათასი ლარი. რგპფ-ს თანადაფინანსება – 726,3 ათასი ლარი. გ) ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა (ორგანიზაციული კოდი 02 01 02) გ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. გ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები აქტიურად მონაწილეობენ საცხოვრებელი სახლების კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის თანადაფინანსების პროგრამაში და თავიანთი ძალებით წვლილი შეაქვთ ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაში. ბევრი კორპუსის ეზო საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული კეთილმოწყობილი ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი გზიდან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ტრანსპორტით თუ ფეხით, ეზომდე მისასვლელად მაინც მოუწესრიგებელი ტერიტორიის გავლით უწევთ გადაადგილება. აგრეთვე, დისკომფორტს ქმნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა თუ სხვა მომსახურებისათვის გამოძახებული ტრანსპორტის მოძრაობისათვის. გარდა აღნიშნულისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ნამდვილად არ აქვთ ეკონომიური საშუალება იმისა, რომ ეზოს რეაბილიტაციის გარდა, თანადაფინანსებით თუ სხვა სახით, მოახდინონ ეზოებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის, რომლებმაც თანადაფინანსებით თუ თავისი ძალებით შეძლეს ეზოების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მათ ეზოებამდე მისასვლელ გზებს. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება კეთილმოწყობილი ეზოების შესაბამისად. გ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 258.0 ათასი ლარი: საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანსება – 254.0 ათასი ლარი (237.5 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის N180 განკარგულებით), საწვავის შესაძენად – 4,0 ათასი ლარი. დ) სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია – მშენებლობა (ორგანიზაციული კოდი 02 01 03) დ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. დ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გასაწმენდია ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შესაკეთებელია ნიაღვარმიმღები ჭები, საჭიროა ნიაღვარმიმღები ობიექტების რეაბილიტაცია ქუჩებზე, რომლებზეც მიმდინარეობს გზის კაპიტალური სამუშაოები, საჭიროების შემთხვევაში უნდა შეკეთდეს საკანალიზაციო სისტემები. დ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 426,8 ათასი ლარი: 62,0 ათასი ლარის ფარგლებში დაფინანსდება ბუნებრივი სასულეების მოვლის სამუშაოები; სანიაღვრე სისტემების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები – 364,8 ათასი ლარით. ე) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 01 05) ე.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულები – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავებისა და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურები. ე.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2017 წლის ოქტომბრის თვეში წვიმის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლების, ღვარსადენებისა და ბუნებრივი სასულეების აღდგენა. ე.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 970,0 ათასი ლარი: 2017 წლის 27 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N2712 განკარგულების საფუძველზე: 190,0 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება სტიქიით დაზიანებული საყრდენი კედლების, ღვარსადენებისა და ბუნებრივი სასულეების რეაბილიტაცია. 60,0 ათასი ლარით – დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია. 2018 წლის 3 მაისის N952 განკარგულების საფუძველზე: 720,0 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია. ვ) პროგრამა „კორპუსი“ (ორგანიზაციული კოდი 02 02) ვ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ვ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში არსებული სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა – პატრონობასა და განვითარებას. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავი მთლიანად აზიანებს ჭერს და მაღალ სართულებზე განთავსებულ ბინებს. სადარბაზოების დაცულობისა და განათების კუთხით, აუცილებელია შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. დაზიანებული წყალ-კანალიზაციის ქსელებიდან სარდაფებში ჩადინებული წყალი და ფეკალური მასები აზიანებს კორპუსების საძირკვლებს და ქმნის ანტისანიტარიას. დაზიანებული წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების გამო, ნალექით სველდება მთლიანი ფასადები, რაც იწვევს ნალესის ჩამოშლას და სახლები ავარიული ხდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის მოწესრიგების შემდეგ, კომფორტული დასვენებისა და ბავშვების გართობისათვის აუცილებელია ძელსკამებისა და საბავშვო ატრაქციონების განთავსება ეზოებში. ვ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2113,7 ათასი ლარი: თანადაფინანსების წესის შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის გადასახური მასალის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის – 185,0 ათასი ლარი (მათ შორის, 15.0 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოსადგენი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო გარანტიის მომსახურების საკომისიო); ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული შენობების სახურავის რეაბილიტაცია – 15,0 ათასი ლარი; შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარებების მონტაჟი. სურვილის შემთხვევაში, აუცილებლობის დროს პანდუსების მოწყობა, სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეებისა და ამორტიზებული ხის კიბეების კონსტრუქციის სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, სენსორული განათებების მოწყობა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია – 694,2 ათასი ლარი (მათ შორის, 388,9 ათასი ლარი 2017 წელს წარმოქნილი დავალიანების დასაფარად, აქედან: 253,2 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის N480 განკარგულებით, 285,0 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის N180 განკარგულებით). დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია – 50,0 ათასი ლარი; წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია – 150.0 ათასი ლარი (მათ შორის, 88,9 ათასი ლარი 2017 წელს წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად); ატრაქციონების, ძელსკამების, მცირე მოცულობის სანაგვე ურნების შეძენა-მონტაჟი, დასასვენებელი ფანჩატურის მოწყობა ძელსკამებითა და მაგიდით და მარტივი ტიპის სტაციონარული ტურნიკეტის შეძენა – მონტაჟი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის – 91.0 ათასი ლარი (მათ შორის, 11,5 ათასი ლარი 2017 წელს წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად); მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა – 830,0 ათასი ლარი (მათ შორის, 788,5 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N1621 განკარგულებით), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია – 85,0 ათასი ლარი (მათ შორის, 15,5 ათასი ლარი – 2017 წელს წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად, 66,5 ათასი ლარი – საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №1621 განკარგულებით, 3,5 ათასი ლარი – რგფ-ს თანადაფინანსების ასანაზღაურებლად); საწვავის შესაძენად – 13,0 ათასი ლარი. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები დამოკიდებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აქტიურობაზე, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილი თანადაფინანსების პროგრამებში. ვ.დ) მოსალოდნელი შედეგები: კორპუსების საექსპლოატაციო ვადის გაზრდა; მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა; კორპუსების ენერგოეფექტურობის ზრდა; კორპუსების ეზოებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ვ.ე) შეფასების კრიტერიუმები: ექსპლოატაციაგაზრდილი კორპუსების რაოდენობა; მოწესრიგებულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა; ენერგოეფექტური კორპუსების რაოდენობა; კეთილმოწყობილი ეზოების რაოდენობა. ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 03) ზ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ზ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დაზიანებული სახურავის მქონე ინდივიდუალურ სახლებში, რის გამოც, ცხოვრება გაუსაძლისია. განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ ისეთ ოჯახებს, რომელთა სოციალური სტატუსის დამადასტურებელი სარეიტინგო ქულა 65000 და ნაკლებია. მწირი შემოსავლების გამო, მათ ფაქტობრივად, არ აქვთ საშუალება მცირედით მაინც გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო. მათ რიგებში მრავლად არიან მარტოხელა მოხუცი პენსიონერები, რომლებიც აღნიშნული კუთხით საჭიროებენ აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას. ზ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 285,0 ათასი ლარი: ჩვენი თანაქალაქელები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი (არაუმეტეს 65000 ქულა) და მათი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანების გამო შემდგომი ექსპლოატაციისთვის უვარგისია, თხოვნით მიმართავენ ადგილობრივ თვითმმართველობას სახლების გადახურვისათვის. წლის განმავლობაში, სპეციალური კომისიის მიერ ხდება შემოსული განცხადებების ადგილზე შესწავლა და სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე იმ მისამართებზე მცხოვრებ მოქალაქეთა შერჩევა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება სპეციალური კომისიის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის შესაბამისად. საცხოვრებელი სახლების გადახურვისათვის განსაზღვრულია 280,0 ათასი ლარი, საწვავის შესაძენად – 5,0 ათასი ლარი. ზ.დ) მოსალოდნელი შედეგი: საცხოვრებელი სახლების საექსპლოატაციო ვადის გაზრდა; მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა. ზ.ე) შეფასების კრიტერიუმები: ექსპლოატაციაგაზრდილი საცხოვრებელი სახლების რაოდენობა; რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა; ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლების რაოდენობა. თ) საახალწლოდ ქალაქის გაფორმების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 04) თ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. თ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის მორთვა საახალწლო ილუმინაციებით. თ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 300,0 ათასი ლარი: 280 ათასი ლარი საახალწლო ილუმინაციების შეძენა-განახლება; 20 ათასი ლარი – ფეიერვერკის შეძენა. თ.დ) მოსალოდნელი შედეგი: მხატვრულ დონეზე გაფორმებული ქალაქი. თ.ე) შეფასების კრიტერიუმები: განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა. ი) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 05) ი.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ი.ბ) პროგრამის/ქვეპროგარმის აღწერა: პირველ რიგში, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა – დაპროექტება, პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების ხარისხიანი და განსაზღვრულ დროში წარმოდგენა. შესაბამისი სამსახურიდან საპროექტო დავალებებისა და საპროექტო სიმძლავრეების მიწოდების უზრუნველყოფა; საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება. ი.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 290,0 ათასი ლარი: 290,0 ათასი ლარი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის. ი.დ) მოსალოდნელი შედეგი: გამართული სატენდერო პირობების შექმნის უზრუნველყოფა. ი.ე) შეფასების კრიტერიუმები: შექმნილი პროექტების რაოდენობა. კ) ქალაქის იერსახის მოწესრიგების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 06) კ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქალაქის განათება, არსებული ქსელის, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის აპარატების ექსპლოატაცია, რეაბილიტაცია, ახლის მოწყობა. ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად და მოსახლეობისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა არსებული შადრევნების ექსპლოატაცია, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა დანგრეული, მწყობრიდან გამოსული ქუჩისპირა საყრდენი კედლების აღდგენა პირვანდელი სახით. ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდისათვის აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვებისათვის საჭიროა კომფორტული გასართობი და დასასვენებელი ადგილების შექმნა. ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებობს ისეთი სხვადასხვა სახის ლოკალური პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში მოუგვარებელია და ასახვა ვერ ჰპოვა ბიუჯეტში, თითოეული პრობლემა კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულისათვის არის დამახასიათებელი, მასშტაბურად მცირეა და ამიტომ, ცალკეული პრობლემის გადასაჭრელად პროგრამის შექმნა ბიუჯეტში მიზანშეუწონელია. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობები დაზიანებულია და მისი ფასადები საჭიროებს შეკეთება-რეაბილიტაციას. ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ობიექტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გადაადგილებისათვის საჭიროა პანდუსების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. კ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 6687,9ათასი ლარი კ.გ) მოსალოდნელი შედეგები: განათებული ქალაქი; ქალაქის იერსახის გაუმჯობესება; ტურისტებისათვის კომფორტული და მიმზიდველი გარემოს შექმნა; ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის კომფორტული და გასართობი ადგილების რაოდენობის ზრდა, მათი კომფორტულად დასვენებისა და გართობისათვის; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა სახის ლოკალური პრობლემების მოგვარებით მოსახლეობის კომფორტული გარემოს შექმნა; შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების ეტაპობრივი უზრუნველყოფა. კ.დ) შეფასების კრიტერიუმები: ექსპლოატირებული და რეაბილიტირებული სანათი წერტილების, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის აპარატების რაოდენობა; ექსპლოატირებული შადრევნების რაოდენობა; რეაბილიტირებული საყრდენი კედლების რაოდენობა; ტურისტთა რაოდენობა; მოწყობილი დასასვენებელი და გასართობი ადგილების რაოდენობა; თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემის დადებითად გადაწყვეტის რაოდენობა; შეღებილი ფასადის მქონე მრავალბინიანი სახლებისა და მოწყობილი პანდუსების რაოდენობა. ლ) გარეგანათების, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 01) ლ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. ლ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: არსებული გარეგანათების სისტემების, შუქნიშნებისა და ვიდეო კონტროლის აპარატების მოვლა – პატრონობა; უწყვეტ რეჟიმში მუშაობისათვის საჭირო ელექტრო ენერგიის ღირებულება. ლ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 488,6 ათასი ლარი: 278,6 ათასი ლარი გარეგანათების სისტემების, შუქნიშნებისა და ვიდეო კონტროლის აპარატების მოვლა; 210,0 ათასი ლარი გარე-განათებისათვის ელექტრო ენერგიის ღირებულების ხარჯი. მ) შადრევნების ექსპლუატაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 02) მ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. მ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროექტის ფარგლებში განხორციელდება შადრევნების მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია (ცენტრალურ ბაღში მდებარე 2 შადრევანი, ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი, ნინოშვილის ბაღში მდებარე შადრევანი, ხარაზოვის ბაღში მდებარე შადრევანი, I სკოლასთან მდებარე შადრევანი, ყოფილ პროკურატურასთან მდებარე შადრევანი, კიკვიძის სკვერში მდებარე შადრევანი, ნიკოლაძის სკვერში მდებარე შადრევანი, ზ.გამსახურდიას გამზირისა და შარტავას ქუჩის კვეთაზე მდებარე შადრევანი და სასმელი ნიჟარები). მ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 410,3 ათასი ლარი: 153,3 ათასი ლარი შადრევნების მოვლა-პატრონობა; 147.0 ათასი ლარი შადრევნების მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯი; 110,0 ათასი ლარი შადრევნებისა და წყლის ნიჟარების მიერ გახარჯული წყლის ხარჯი. ნ) ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობა (ორგანიზაციული კოდი 02 06 03) ნ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაცვის, საავტომობილო ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილებისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით, აუცილებელია საყრდენი კედლების რეაბილიტაცია და მშენებლობა. ნ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა დანგრეული, მწყობრიდან გამოსული ქუჩისპირა საყრდენი კედლების აღდგენა პირვანდელი სახით, იგივე ზომებში, თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენებით. ნ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 324.7 ათასი ლარი: საქართველოს მთავრობის 3.05.2018 წლის N952 განკარგულების შესაბამისად: შ.არაგვისპირელის ქუჩის №39, კლდიაშვილის ქუჩის №36, პ.იაშვილის ქუჩის №21 და თომაშვილის ქუჩის №9-ის მიმდებარედ, პეტრიწის ქუჩის N20, ქეთევან წამებულის ქუჩის მე-2 შესახვევის №2, ქეთევან წამებულის ქუჩის №7 საყრდენი კედლის მოწყობა – 144,2 ათასი ლარი; მწვანეყვავილას ქუჩის №9, №10, №36, №76 საყრდენი კედლის მოწყობა – 160,5 ათასი ლარი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსება 20.0 ათასი ლარი. ო) ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 04) ო.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური. ო.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის ტურისტული რესურსების გაფართოებისა და განვითარების მიზნით აუცილებელია ტურისტული ატრაქციების მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პროექტების განხორციელების პროცესში მხარდაჭერის მიღებისათვის. ო.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1083,0 ათასი ლარი: 1083,0 ათასი ლარი ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნა. პ) მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა (ორგანიზაციული კოდი 02 06 06) პ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. პ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კერძო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები. პ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 465.3 ათასი ლარი: საქართველოს მთავრობის 27.12.2017 წლის N2712 განკარგულება: თამარ მეფის ქუჩის N9ა, 13, 16, 18, 19, 20, 25, 26, 28, 29, 30, 35, 37, 43, 44, 45, 48, 50, 51, 53, 54, 55, 58, 60, 66, 70, 72, 72ა, 95-ში მდებარე შენობების ფასადების რეაბილიტაცია – 159,3 ათასი ლარი; საქართველოს მთავრობის 11.07.2018 წლის N1397 განკარგულება: წერეთლის ქუჩის №142-ის, თბილისის ქუჩის №33 და წმინდა ნინოს ქუჩის №6-ის ფასადის რეაბილიტაცია – 131,0 ათასი ლარი; რგპფ-ს თანადაფინანსება 175,0 ათასი ლარი. ჟ) ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით თავისუფალი ინიციატივების განხორციელება (ორგანიზაციული კოდი 02 06 07) ჟ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ჟ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის მასშტაბით, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებული პრობლემების მოგვარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. წლების განმავლობაში მოუგვარებელი სხვადასხვა პრობლემატური საკითხის გადაწყვეტა, მოქალაქეებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა. მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მომართვების საფუძველზე. ჟ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 40,0 ათასი ლარი. რ) ქალაქ ქუთაისში მემორიალური დაფების, სხვადასხვა ძეგლებისა და ქანდაკებების მოწყობა-რეაბილიტაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 08) რ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. რ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ღვაწლმოსილი მოქალაქეების პატივგება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მათი მემორიალური დაფებისა და ბარელიეფების მოწყობა. რ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 42,0 ათასი ლარი: 42,0 ათასი ლარი – ღვაწლმოსილი პიროვნებების მემორიალური დაფებისა და ბარელიეფების მოწყობა – რეაბილიტაცია. ს) ააიპ „ქუთგანათების სერვისი“ (ორგანიზაციული კოდი 02 06 09) ს.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარეგანათების ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მოვლა – პატრონობა, ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოები. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შუქნიშების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მოვლა – პატრონობა, ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შუქნიშნების მოწყობის სამუშაოების განხორციელება. ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საგზაო ნიშნებისა და ნუმერაციის ფირნიშების აღდეგნა-რეაბილიტაცია, ნიშნების სწორი დაგეგმარება, საჭიროების შემთხვევაში დამატებით საჭირო საგზაო ნიშნებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი ფირნიშების მოწყობა. ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო მონიშვნითი სამუშაოების ორგანიზება-მოწყობა და კანონით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება. ს.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3463,0 ათასი ლარი. შრომის ანაზღაურება 393,3 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურება 900.2 ათასი ლარი; გარეგანათების, შუქნიშნებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯი – 1719,5, ათასი ლარი; სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და სხვა არაფინანსური აქტივების ხარჯი – 450.0 ათასი ლარი. ს.გ) მოსალოდნელი შედეგები: გარეგანათების გამართული ფუნქციონირება ღამის საათებში მოსახლეობისა და სატრანპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებისათვის. გზებზე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირება; მაგისტრალებზე მოძრაობის განტვირთვა. ტ) უნებართვოდ ან/და სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი (ორგანიზაციული კოდი 02 06 10) ტ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური. ტ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება უნებართვოდ ან/და სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული შენობა ნაგებობების დემონტაჟი, რის შედეგადაც შენარჩუნდება, მოწესრიგებდება ქალაქის იერსახე. ტ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 71,0 ათასი ლარი: ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. უ) ადმინისტრაციული ორგანოების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 11) უ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. უ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მნიშვნელოვანია ქალაქის მასშტაბით არსებობდეს მცირე ზომის ადმინისტრაციული შენობები, რათა მოქალაქეებს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ქალაქის მერიის მიერ განხორციელებადი სერვისები. უ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 300.0 ათასი ლარი ფ) დასრულებული პროექტების საბოლოო ანგარიშსწორების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 07) ფ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ფ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად შემსრულებელს შესრულებული სამუშაოების 2.5% უნაზღაურდება საბოლოო ჩაბარებიდან საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის, ან სპეციალური კომისიის მიერ, გამოვლენილი იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან გარკვეული უხარისხობა, შემსრულებელ ორგანიზაციას თანხა არ უნაზღაურდება ნაკლოვანების აღმოფხვრამდე. ფ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 510,0 ათასი ლარი: საგარანტიო (2.5%) თანხების ანაზღაურება – 510.0 ათასი ლარი. ფ.დ) მოსალოდნელი შედეგი: ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი აღმოფხვრისათვის საჭირო არ გახდება დამატებითი სახსრების მობილიზება. ფ.ე) შეფასების კრიტერიუმები: მაღალი ხარისხის სტანდარტით განხორციელებული პროექტების რაოდენობა. ქ) მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 08) ქ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. ქ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში არსებული საჭადრაკო კლუბის შენობა და შიგა ინტერიერი მისი ხანდაზმულობის გამო, საჭიროებს რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოზარდი თაობისა და ქალაქის მცხოვრებლების განათლებისა და სპორტული განვითარების დონის ამაღლებას. ქ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 291,7 ათასი ლარი: თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები – 174.4 ათასი ლარი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსება – 117,3 ათასი ლარი. ქ.დ) მოსალოდნელი შედეგი: ქალაქის მოსახლეობისა და ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება. ქ.ე) შეფასების კრიტერიუმები: ჭადრაკით დაინტერესებული საზოგადოების რაოდენობის ზრდა. ტურნირების ინტენსივობის მატება. ღ) საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (ორგანიზაციული კოდი 02 09) ღ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ღ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში განსახორციელებელი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების ზედამხედველობა და აღნიშნული პროექტების საფუძველზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და ზედამხედველობა. ღ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 612,6 ათასი ლარი: საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ღირებულება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი – 377,0 ათასი ლარი; საკუთარი სახსრები – 235,6 ათასი ლარი. 2. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 03 00): ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები მიზნად ისახავს სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციის ხელშეწყობას; ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებას და პოპულარიზაციას; უცხოური და ადგილობრივი ინვესტორების დაინტერესებას ქალაქის მიმართ; ქუთაისის, რეგიონის ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობას; გენერალური განვითარების გეგმის ცალკეული კომპონენტების მომზადებას; მუნიციპალური ქონების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას. ა) თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციის, დაცვისა და ბალანსზე აყვანის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 03 01) ა.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური. ა.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა – ნაგებობების შიდა აზომვითი და საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება, აგრეთვე, ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის, ან აქტის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას. ა.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 30,0 ათასი ლარი: უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაცია; ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 10,0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საექსპერტო მომსახურების ჩატარება და საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობის ქირის განსაზღვრა. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 20,0 ათასი ლარი. ა.დ) მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესდება მუნიციპალური ქონების დაცვის, განკარგვისა და მართვის ხარისხი. ასევე, მოხდება დამატებითი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაცია. ა.ე) შეფასების კრიტერიუმი: შემოსავალი მუნიციპალური ქონების განკარგვიდან. ბ) ქალაქის გენერალური გეგმის შედგენის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 03 02) ბ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური. ბ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის გეგმაზომიერი განვითარებისათვის აუცილებელია გენერალური გეგმის შედგენა, რომლის გაკეთება საკმაოდ შრომატევადია და დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. 2017 წელს დონორთან მიღწეული შეთანხმების შედეგად გამოყოფილი იქნა კონსულტანტი, რომელიც მოამზადებს ტექნიკურ დავალებას მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ხარჯები მხოლოდ საწყისი ეტაპების განხორციელებისათვის იქნება საკმარისი, ამასთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით. ბ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 100,0 ათასი ლარი. ბ.დ) მოსალოდნელი შედეგი: მომზადდება ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გენერალური გეგმის ცალკეული კომპონენტები. ბ.ე) პროგრამის შეფასების ინდიკატორი: მომზადებული კომპონენტების ხარისხი. გ) ეკონომიკის სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 03 04) გ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური. გ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განახლდება და შეივსება ბიზნეს სუბიექტების არსებული ბაზა, განხორციელდება დარგობრივი კვლევები, რათა გამოვლინდეს ქალაქის ეკონომიკისათვის პერსპექტიული დარგები. კვლევის საფუძველზე მომზადდება ბიზნეს წინადადებების პაკეტი და მოხდება მათი შეთავაზება პოტენციური ინვესტორებისათვის; დაიგეგმება და განხორციელდება ბიზნესის სტიმულირებისა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისათვის კონკრეტული პროექტები, მათ შორის, მოეწყობა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პოპულარიზაცია გაეწევა ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოების, ცენტრალური ხელისუფლების სხვა შესაბამისი სტრუქტურების, ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების, ქართული დიასპორებისა და სხვა მხარეების აქტიური ჩართულობით, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ შეხვედრებზე, ფორუმებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებზე. აგრეთვე, გაეწევათ საორგანიზაციო და საკონსულტაციო დახმარება ადგილობრივ მეწარმეებს თავადაც მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში, დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. „მერების შეთანხმების“ ფარგლებში ქალაქის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელდება როგორც კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა დონორებთან თანამშრომლობით, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები. გ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50,0 ათასი ლარი, მათ შორის: გ.გ.ა) დარგობრივი კვლევების განხორციელება და საინვესტიციო წინადადებების პაკეტის მომზადება: ქალაქის არსებული და სამომავლო ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით გაგრძელდება პერსპექტიული დარგების შერჩევა და მათი გამოკვლევა. ასევე, გაანალიზდება საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, გამოიყოფა მათგან ისეთი ობიექტები, რომლებზეც შესაძლებელია განხორციელდეს საშუალო ან მსხვილი ინვესტიცია, დადგინდება თითოეული ასეთი ობიექტის ტექნიკურ – ეკონომიკური პარამეტრები (განაშენიანების კოეფიციენტი, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ა.შ.) და შეიკრიბება ერთიანი პაკეტის სახით. წლის მანძილზე მუდმივად განახლდება 2015-2017 წლებში შექმნილი ბიზნეს სუბიექტების ბაზა, მ.შ. ქალაქში წარმობული პროდუქციის ნუსხა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადდება ერთის მხრივ, საინვესტიციო წინადადებების პაკეტი და ქალაქში წარმოებული პროდუქციის კატალოგი, ხოლო მეორეს მხრივ, შეიქმნება ქალაქის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების სტრატეგიის პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა ბრენდული მასალები/საქონელი (ატრიბუტიკა). ისინი გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული ფორმით და მიეწოდება მიზნობრივ აუდიტორიას. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 15,0 ათასი ლარი. გ.გ.ბ) ქუთაისის ეკონომიკური პოტენციალისა და ქალაქში/რეგიონში წარმოებული პროდუქციის/მწარმოებლების პოპულარიზაცია: ქალაქის თვითმმართველობა წლის მანძილზე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებსა და კონფერენციებში, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში და სხვა ანალოგიურ აქტივობებში ქალაქის ეკონომიკური პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის დაინტერესებული მხარეებისათვის გაცნობის მიზნით, ასევე, თავადაც გაუწევს ორგანიზებას მსგავს აქტივობებს, სადაც წარადგენს ქალაქის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს, ეკონომიკური და ბიზნეს პოტენციალის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, მათ კატალოგებს და ა.შ. აგრეთვე, სხვადასხვა ეროვნულ/სახალხო დღესასწაულებზე (მ.შ. ორმაისობას, დამოუკიდებლობის დღეს და ა.შ.) ქალაქში მოეწყობა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა; გამოვლინდება და დაჯილდოვდება ქალაქის საუკეთესო მეწარმეები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 15,0 ათასი ლარი. გ.გ.გ) ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვა და პოპულარიზაცია: ქალაქ ქუთაისს, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ მხარეს, აღებული აქვს გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის მიერ 2020 წლისთვის დასახული მიზნის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინიმუმ 20%-ით მოხდეს შემცირება გარემოში „CO2-ის“ ემისიის, ასევე, ქალაქ ქუთაისის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების შემუშავებულ გეგმაში („SEAP-Sustainable Energy Action Plan“) ასახული პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება. აღნიშნულ სფეროში თვითმმართველობის საქმიანობა ფოკუსირებული იქნება ორ ძირითად მიმართულებაზე, კერძოდ: გამოყოს თანადაფინანსება, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, თანამედროვე ინოვაციური და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისათვის ქალაქში და განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მათი სარგებლიანობის შესახებ. ამისათვის წლის მანძილზე დონორ ორგანიზციებთან თანამშრომლობით მოხდება მდგრადი ენერგეტიკის დღეების აღნიშვნა ქალაქში, მომზადდება და გავრცელდება საინფორმაციო მასალა, მათ შორის, მედიის საშუალებით. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 20,0 ათასი ლარი. გ.დ) მოსალოდნელი შედეგი: გამოკვლეული იქნება ეკონომიკის არანაკლებ 4 დარგი და მომზადდება საინვესტიციო წინადადებების პაკეტი, ქალაქში/ქვეყანაში ორგანიზებული იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის არანაკლებ, 2 გამოფენა-გაყიდვა, განხორციელდება ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის არანაკლებ, ერთი პროექტი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების არანაკლებ, ორი ღონისძიება. გ.ე) შეფასების კრიტერიუმი: პროგრამის განხორციელებით მიღებული თითოეული შედეგის შეფასებისათვის მოცემულია კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებელი, შესაბამისად, დასახული მიზნების მიღწევის ხარისხი შეფასებული იქნება სწორედ აღნიშნული რაოდენობრივი მაჩვენებლების შესრულების ხარისხით. დ) ააიპ „ტურიზმის ცენტრი“ (ორგანიზაციული კოდი 03 05) დ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში შემოსული ტურისტების გაზრდილმა რაოდენობამ აშკარა გახადა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რისთვისაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი და გარემონტებული იქნა შენობა რუსთაველის გამზირის N9-ში. იგეგმება და განხორციელდება ქალაქ ქუთაისში ტურიზმის განვითარებისათვის, ერთის მხრივ, სხვადასხვა სახის მარკეტინგული ღონისძიებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, ხოლო მეორეს მხრივ, გაგრძელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა-რეაბილიტაცია. თითოეული ღონისძიების განხორციელებისას ააიპ „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“ მჭიდროდ ითანამშრომლებს ერთის მხრივ, ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობასთან, ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. დ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 521,6 ათასი ლარი, მათ შორის: გამოყოფილი სუბსიდიის ფარგლებში მოხდება ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯების, მათ შორის, კომუნალური გადასახდელების დაფარვა. 3. გარემოს დაცვა (ორგანიზაციული კოდი 04 00): პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს მისი დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისაგან იზოლირება და ხეების გადაბელვა, მცენარეთა ფიტოსანიტარული მდგომარეობა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალაქის მწვანე საფარი. არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას. ფლორის ცოცხალი კოლექციის შენახვა, როგორც საექსპოზიციო, ასევე, საგანმანათლებლო მიზნით, ხელს შეუწყობს ბოტანიკური ბაღის, როგორც შემეცნებისა და დასვენების ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბებას. ა) ააიპ „სპეციალური სერვისები“ (ორგანიზაციული კოდი 04 01) ა.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობისათვის დასუფთავების მომსახურების გაწევა, მაღალი ტანის ხეების გადაბელვა და გამხმარი ხეების მოჭრა; ქალაქის 98 ქუჩის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან მისასვლელი გზების დაგვა-დასუფთავება, საერთო ფართით 2367,4 ათასი კვ.მ. ნარჩენების გატანა-გაუვნებელყოფა, მორწყვა-ჩარეცხვის სამუშაოს ორგანიზება ქალაქის 557,2 ათასი კვ.მ. ფართობზე; საგზაო ნიშნების მონტაჟი და მაგისტრალების დახაზვა, მონიშვნითი სამუშაოები; მოძრავი ნაგავშემკრები კონტეინერებისათვის ტროტუარებზე შეჭრების გაკეთება, სანიაღვრე სისტემის ექსპლოატაცია; ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების /წვრილფეხა /ძაღლი, კატა/ ან/და მსხვილფეხა პირუტყვი/ იზოლაცია და მათი სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მოვლა-პატრონობა /კვება, ცხოველებისათვის კვალიფიციური ვეტერინარის მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, თანამედროვე სტანდარტებით სადგომის მოწყობა, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საათების ექსპლოატაცია, საპირფარეშოების მოვლა-პატრონობა, ქუჩებსა და მაგისტრალებზე განთავსებული ნაგვის მოძრავი კონტეინერების დერატიზაცია-დეზინფექცია, დროებითი გამოუყენებელი შენობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დერატიზაცია-დეზინფექცია, ქალაქში გამავალი არხების, დიდი და მცირე მდინარეების სანაპიროების დერატიზაცია-დეზინფექცია. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეწარმავლების დასაფრთხობად, აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სარეაბილიტაციო საავტომობილო გზებზე ახალი ღვარსადენების მოწყობა, დაზიანებული ჭის თავების შესყიდვა, ზამთრის სეზონზე ქალაქის ქუჩების, მოედნების, საფეხმავლო ბილიკების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და გზებზე მოცურების საწინააღმდეგო ტექნიკური მარილისა და ქვიშის ნაზავის მოყრა. ა.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 4800,0 ათასი ლარი ა.გ) მოსალოდნელი შედეგები: დასუფთავებული ადმინისტრაციული შენობა; მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; დასუფთავებული ქალაქისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება; მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება; მაგისტრალებზე მოძრაობის განტვირთვა; მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა; მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოხეტიალე ცხოველებისაგან სხვადასხვა ვირუსული დაავადებისა და ცოფის გავრცელების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. მოწესრიგებული საპირფარეშოები. ა.დ) შეფასების კრიტერიუმები: დასუფთავებული შენობის ფართობი; გადაბელილი ხეების რაოდენობა; დასუფთავებული ფართისა და გატანილი ნარჩენების რაოდენობა; დამონტაჟებული საგზაო ნიშნების რაოდენობა და დახაზული ფართობი; ექსპლოატირებული სანიაღვრე სისტემის რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი; იზოლირებული ცხოველების რაოდენობა. ბ) ქალაქის გამწვანების, მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 04 02) ბ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. ბ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: აუცილებელია ქალაქის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯობესება მოსახლეობისათვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა-პატრონობა, ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ხე-მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა, ქალაქში არსებულ სკვერებში განადგურებული მწვანე საფარის აღდგენა და დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, მწვანე საფარის მუდმივი განახლება. ბ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 760,0 ათასი ლარი: 450,0 ათასი ლარით დაფინანსდება ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია; 50,0 ათასი ლარით ხე-მცენარეების დარგვა-განაშენიანება; ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მოწყობისათვის – 225,0 ათასი ლარი; საქართველოს მთავრობის 24.11.2017 წლის N480 განკარგულების ფარგლებში, 26,7 ათასი ლარით დაფინანსდება ქალაქ ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩის N46ა-ში მდებარე, ე.წ. „ხარაზოვის“ ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები. რგპფ-ს თანადაფინანსება 8,3 ათასი ლარი. ბ.დ) მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული, უსაფრთხო დასასვენებელი ადგილის შექმნა. ბ.ე) შეფასების კრიტერიუმები: ექსპლოატირებული და რეაბილიტირებული სკვერებისა და პარკების რაოდენობა. გ) ააიპ „მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკი“ (ორგანიზაციული კოდი 04 03) გ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პარკის ფუნქციონირების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული სავარჯიშო მოედნის მოწყობა, ბუნებრივი საფარის შენარჩუნება, გამრავალფეროვნება და ყვავილნარის მოწყობა, ბუნებრივი საფარის შხამქიმიკატებით შეწამვლა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა. გ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 27,1 ათასი ლარი გ.გ) პროგრამის შედეგი: საზოგადოებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული, უსაფრთხო დასასვენებელი ადგილის შექმნა. გ.დ) შეფასების კრიტერიუმები: პარკში დამსვენებელთა რაოდენობა; ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა. დ) ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი“ (ორგანიზაციული კოდი 04 04) დ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარება; მცენარეთა ინტროდუქცია/კოლექციის გამდიდრება და მცენარეთა მოვლა – პატრონობა, მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიის („GSPC“) შესაბამისად; სასწავლო – აღმზრდელობითი და კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობა; ბილიკებისა და დასასვენებელი ადგილების (დასაჯდომები, მცირე ღია ფანჩატური) მოწყობა ქვედა პარკსა და გეოფლორისტულ უბანში. სამეცნიერო მუშაობის ინტენსიფიკაცია, ყვავილოვან, ბუჩქოვან და ხე-მცენარეთა ახალი კოლექციების შემოტანა, სანერგე მეურნეობის განვითარება, სარწყავი სისტემის განვითარება; სასწავლო ცენტრის მოკლევადიანი სასწავლო კურსების ორგანიზება მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდებისა და მოსახლეობის დაინტერესებული ფენებისათვის, სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; ბაღის პრომოუშენის ღონისძიებები (ახალი სარეკლამო რგოლის მომზადება, პრეზენტაციები მედიის სხვადასხვა სახეობებით, საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება) ტურისტული პოტენციალის რეალიზება (ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან ურთიერთობების გაძლიერება) საგრანტე პროგრამებში მონაწილეობა და სხვა ღონისძიებები. დ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 38,0 ათასი ლარი დ.გ) მოსალოდნელი შედეგი: ვიზიტორებისათვის მიმზიდველი და კომფორტული ბოტანიკური ბაღი; ცნობიერების ამაღლება მცენარეთა მოვლა – პატრონობასა და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით; ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდა. დ.დ) შეფასების კრიტერიუმები: ბაღში ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა; სასწავლო კურსში მონაწილეთა რაოდენობა; ინტროდუცირებული მცენარეთა რაოდენობა. 4. განათლება (ორგანიზაციული კოდი 05 00): საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს ქალაქის საგანმანათლებლო – სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, გენდერული საკითხებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღქმას, ამ კუთხით მიზანმიმართული ღონისძიებების პრაქტიკის დანერგვას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას; ურბანული კულტურის განვითარებას; პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა. ა) ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ (ორგანიზაციული კოდი 05 01) ა.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა; ფილიალის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების შემუშავება-დამტკიცება „სკოლამდელთა საგანმანათლებლო პროგრამის“ საფუძველზე; პედაგოგიური პროცესის სრულყოფის ახალი მეთოდებისა და საშუალებების მოძიება; ფილიალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ფილიალებში რაციონალური და ჯანსაღი კვების ორგანიზება; სავალდებულო მედიკამენტებითა და პირველადი დახმარების საშუალებების, აგრეთვე, სხვა აუცილებელი სამედიცინო საგნებით ფილიალების უზრუნველყოფა; ფილიალებში საოფისე და კომუნალური ხარჯების ორგანიზება; ფილიალის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების, გენდერული საკითხების განხორციელების კონტროლი. ა.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 10000,0 ათასი ლარი ა.გ) მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ბაგა-ბაღები; კვალიფიციური კადრების ზრდა; გაუმჯობესებული სააღმზრდელო გარემო. ა.დ) შეფასების კრიტერიუმები: გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ბაგა-ბაღების რაოდენობა; სერთიფიცირებული კადრების რაოდენობა; საბავშვო ბაღებში მოსიარულე ბავშვების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი; სურსათის უვნებლობის, ან მსგავსი სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული შენიშვნების რაოდენობა. ბ) განათლების ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 05 02) ბ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური. ბ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა გულისხმობს ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, ძეგლთა დაცვის კუთხით ღონისძიებების გატარებას, ქალაქის მუზეუმების მუშაობის გააქტიურებას, ქუთაისის ღირშესანიშნაობების ინტერნეტ სივრცეში განთავსებას ქალაქის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, ქუთაისის განათლების სფეროს წარმომადგენელთა და მოსწავლეთა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობას, მოსწავლეებში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას. პროგრამით დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები ხელს შეუწყობს ქუთაისის მოქალაქეებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. ბ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ბ.დ) მოსალოდნელი შედეგი: მოზარდებში ცოდნის დონისა და კულტურული ფასეულობების დონის ამაღლება; მოზარდ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება; მოზარდებში სამშობლოს წინაშე საკუთარი პასუხიმგებლობის გრძნობის გაზრდა; ქალაქისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია. ბ.ე) შეფასების კრიტერიუმები: განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა; ღონისძიებებში მონაწილე მოზარდთა რაოდენობა. გ) ააიპ „ი.ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა“ (ორგანიზაციული კოდი 05 03) გ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ხელშეწყობა, საბიბლიოთეკო ფონდების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ფონდების შევსება უახლესი ლიტერატურით, არსებული ფონდების დამუშავება სპეციალური მეთოდოლოგიით, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ინოვაციური პროცესების დანერგვა, საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. გ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 715,0 ათასი ლარი გ.გ) მოსალოდნელი შედეგი: ქალაქის მასშტაბით საზოგადოების თავშეყრის ადგილების შექმნა; დაცული, მოვლილი და განახლებული საბიბლიოთეკო ფონდი; საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება. გ.დ) შეფასების კრიტერიუმები: ქალაქის მასშტაბით ბიბლიოთეკებში ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა და მასში ჩართულ მონაწილეთა რაოდენობა; საბიბლიოთეკო ფონდში არსებული წიგნების რაოდენობა; მკითხველთა რაოდენობა ბიბლიოთეკებში. დ) ქალაქ ქუთაისში ახალი ბაგა-ბაღების კაპიტალური მშენებლობა და მიშენებები (05 04). დ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. დ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის სკოლამდელი ასაკის ბავშვების ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, განათლების დონის ბაზის შექმნა. დ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 658,2 ათასი ლარი: საქართველოს მთავრობის 24.10.2017 წლის №2466 განკარგულების საფუძველზე: დავითაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის №1-ში მდებარე №4 ბაგა – ბაღის ახალი კორპუსის მიშენება – 53.3 ათასი ლარი, წერეთლის ქუჩის №142-ში მდებარე №3 ბაგა – ბაღის ახალი კორპუსის მიშენება – 71.4 ათასი ლარი; საქართველოს მთავრობის 3.05.2018. №952 განკარგულების შესაბამისად, №15 საბავშვო ბაღისათვის (ბუხაიძის ქუჩა №7ა) მიშენება – 226,4 ათასი ლარი; №33 საბავშვო ბაღისათვის (ჩკალოვის ქუჩა №33) მიშენება – 221,1 ათასი ლარი; რგპფ-ს თანადაფინანსება – 86,0 ათასი ლარი. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 06 00): ქალაქის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. პრიორიტეტის მიზანია, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ევროპული ღირებულებების გაზიარება და ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და სხვა სტრუქტურებში საქმიანობის შესწავლა პრაქტიკის მიღების მიზნით. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01) ა.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, მათთვის სოციალური პირობების შექმნა, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ა.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 6854,2 ათასი ლარი ა.გ) მოსალოდნელი შედეგი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ა.დ) შეფასების კრიტერიუმი: სპორტის სახეობებში ჩართულ პირთა რაოდენობა. ბ) ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება“ (ორგანიზაციული კოდი 06 01 01) ბ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სპორტული ფილიალების ფუნქციონირების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, მათთვის სოციალური პირობების შექმნა, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. გაერთიანება განაწილებულია 13 ფილიალად, რომელშიც წარმოდგენილია 38 სპორტის სახეობა. ყოველწლიურად თვალშისაცემია სხვადასხვა სახეობებში სპორტსმენების შედეგები, რაც ქალაქისათვის როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე, მნიშვნელოვან წარმატებებს განაპირობებს. ბ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3540,9 ათასი ლარი გ) სპორტული ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 06 01 02) გ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური. გ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქუთაისელი სპორტსმენების სხვადასხვა ტიპის ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის საჭირო და ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება. სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობა. სპორტსმენების წახალისება, სპორტული ბანაკების მოწყობა, საპატიო წოდებების მინიჭება და დაჯილდოვება. ვეტერანი და დამსახურებული სპორტსმენების საიუბილეო თარიღების აღნიშვნა. გ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
დ) შპს „საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010“ (ორგანიზაციული კოდი 06 01 03)
დ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: კალათბურთის გუნდის ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ჩემპიონატისა და სხვადასხვა სახელობის ტურნირებზე მონაწილეობის მიღება, ახალგაზრდული გუნდის ხელშეწყობა. დ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 800,0 ათასი ლარი ე) ააიპ „სპორტის სასახლე“ (ორგანიზაციული კოდი 06 01 05) ე.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სპორტის სასახლის ფუნქციონირების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ე.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 34,3 ათასი ლარი ვ) ააიპ „ტაეკვონდოს სპორტული კლუბი“ (ორგანიზაციული კოდი 06 01 06) ვ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: საწვრთნელო მუშაობა, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება. ვ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2,0 ათასი ლარი ზ) ააიპ „ქალაქ ქუთაისის ხელბურთის კლუბი ქუთაისი 2015“ (ორგანიზაციული კოდი 06 01 08) ზ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: საწვრთნელო მუშაობა, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება. ბიუჯეტით განსაზღვრულია საწვრთნელო შტაბისა და სპორტსმენების შრომის ანაზღაურების დაფინანსება, ხოლო შესაბამისი ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ზ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 150,0 ათასი ლარი თ) სხვადასხვა სახეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (ორგანიზაციული კოდი 06 01 09) თ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. თ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში არსებული, ჯერ კიდევ წლების წინ მოწყობილი სპორტული მოედნები, რომელთაც შემოღობვა, სათამაშო ზედაპირი და სხვა შემადგენელი ნაწილები დაზიანებული აქვს, საჭიროებს აუცილებელ რეაბილიტაციას, სპორტით დაკავებული ადამიანებისათვის უსაფრთხო და დაცული გამაჯანსაღებელი გარემოს შესაქმნელად. აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან უახლოეს ადგილებში არსებობს ცარიელი, ამჟამად გამოუყენებელი ტერიტორიები, სადაც სპორტული მოედნების მოწყობა დაინტერესებას გამოიწვევს მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები ახალგაზრდა თაობისათვის დაკავდნენ სპორტით. ქალაქ ქუთაისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ არსებობდა გარე სპორტული „ტრენაჟორები“, სადაც მოქმედი სპორტსმენები თუ სპორტით დაკავებული ადამიანები შეძლებდნენ უფასოდ სხეულის გაკაჟებას. 2015 წელს განხორციელებულმა ანალოგიურმა პროგრამამ (ქალაქში დამონტაჟდა 2 კომპლექტი სპორტული „ტრენაჟორი“) ცხადყო მისი ეფექტურობა, რაც შემდგომ წლებშიც ეტაპობრივად ხორციელდებოდა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესშიც კი, ახლად დამონტაჟებულ სავარჯიშოებზე აქტიურად მიმდინარეობდა ვარჯიში. ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან მოსული ადამიანები თავიანთ უბნებში ითხოვდნენ შესაბამისი კომპლექტების მონტაჟს. აღნიშნული პროგრამის განვითარება ხელს შეუწყობს ქალაქ ქუთაისში, სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვებისათვის კომფორტული გასართობი და დასასვენებელი ადგილების შექმნას. თ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1133,0 ათასი ლარი: ქალაქ ქუთაისში არსებული სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე აუცილებლობის შემთხვევაში, სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია – 650.0 ათასი ლარი (617,5 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №180 განკარგულებით), ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთეული ცალი სპორტული „ტრენაჟორების“ კომპლექტის მოწყობა – 250.0 ათასი ლარი (237.5,0 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №180 განკარგულებით). საბაღე ძელსკამების შეძენა-მონტაჟი – 80.0 ათასი ლარი (მათ შორის, 10,5 ათასი ლარი 2017 წელს წარმოქნილი დავალიანების დასაფარად), საბავშვო-გასართობი ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი – 120,0 ათასი ლარი (მათ შორის, 53.5 ათასი ლარი 2017 წელს წარმოქნილი დავალიანების დასაფარად). ექსპლოატაცია – 30.0 ლარი. საწვავის შესაძენად – 3,0 ათასი ლარი. ი) შპს „საფეხბურთო კლუბი მართვე“ (ორგანიზაციული კოდი 06 01 12) ი.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ააიპ „ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ არსებული საფეხბურთო სკოლის ქალთა გუნდი „მართვე“ მონაწილეობას ღებულობდა 2017 წლის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში და გახდა ჩემპიონატის გამარჯვებული, შესაბამისად მონაწილეობა უნდა მიიღოს უეფას 2018 წლის ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში (უეფას მოქმედი რეგლამენტის მიხედვით აუცილებელი პირობაა მონაწილე გუნდი წარმოადგენდეს იურიდიულ პირს და შესაბამისად დაარსდა შპს „საფეხბურთო კლუბი მართვე“). ი.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 105,0 ათასი ლარი. კ) შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“ (ორგანიზაციული კოდი 06 01 13) კ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება. გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების, უეფას ტურნირისა და სხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებისათვის. შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ გასხვისებულ იქნა აუქციონის წესით და შესაბამისად, მოხდა შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ დაფუძნება, რომელიც არის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მოვლისა და ექსპლოატაციის ხარჯების (მათ შორის, კომუნალური ხარჯების) სამართალმემკვიდრე გარდამავალ პერიოდში. კ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 246,0 ათასი ლარი, მათ შორის: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება. ლ) კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 02) ლ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მხარდაჭერა; კულტურული ღონისძიებები; სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობის დაცვა; სამეფო კომპლექსი „ოქროს ჩარდახის“, ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და თეატრების მხარდაჭერა. ლ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 5562,8 ათასი ლარი. ლ.გ) მოსალოდნელი შედეგი: კულტურის, განათლების, ხელოვნების სფეროს დონის ამაღლება; გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ფილიალები. ლ.დ) შეფასების კრიტერიუმი: ფილიალებში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა; ფესტივალ-კონკურსებში ჩართული ბავშვების რაოდენობა; მოსახლეობის დასწრება დაგეგმილ ღონისძიებებზე; გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ფილიალების რაოდენობა. მ) ააიპ „კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 01) მ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობა, გამართული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, თანამედროვე სტანდარტების მქონე მატერიალურ – ტექნიკური ბაზის შექმნა, შესაბამისი განათლების მიცემის უზრუნველყოფისათვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაერთიანების ფილიალების მართვა. ყოველწლიურად თვალშისაცემია მოსწავლეთა შედეგები, რაც ქალაქისათვის, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს განაპირობებს. მ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3550,9 ათასი ლარი ნ) კულტურული ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 06 02 02) ნ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური. ნ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები უზრუნველყოფს კულტურისა და ხელოვნების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას, კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზებას. ნ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ო) სსიპ „ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 03)
ო.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუზეუმის დაცვის მომსახურება. ო.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 70,0 ათასი ლარი პ) ააიპ „ქალაქ ქუთაისის სამეფო კომპლექსი „ოქროს ჩარდახი“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 04) პ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამეფო კომპლექსი „ოქროს ჩარდახის“ ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებები. პ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13,4 ათასი ლარი ჟ) ააიპ „ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 05) ჟ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ფოლკლორის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები, სასცენო კოსტიუმების შეკერვა – განახლება შოუ პროგრამის მოსამზადებლად, სახელმწიფო ანსამბლის პროპაგანდა, მატერიალურ – ტექნიკური ბაზის განახლება. ფოლკლორის ცენტრი-სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლო კონცერტების ჩატარება. ჟ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 840,0 ათასი ლარი. რ) ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 03) რ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური. რ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია. რ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
რ.დ) მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდები; ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება; ახალგაზრდების თავისუფალი დროის შინაარსიანი გამოყენება. რ.ე) შეფასების კრიტერიუმი: განხორციელებული პროექტების რაოდენობა; პროექტებში მონაწილე ახალგაზდების რაოდენობა. 6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 07 00): მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახებისათვის დროებითი საცხოვრისის შექმნა და ამ მხრივ სოციალური ფონის გაუმჯობესება. ა) ჯანმრთელობის დაცვა (ორგანიზაციული კოდი 07 01) ა.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა, მათში ყველაზე გავრცელებული დაავადებების დროულად გამოსავლენად, ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა. ა.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1101,0 ათასი ლარი ა.გ) მოსალოდნელი შედეგი: პრევენციული ღონისძიებების საფუძველზე მოსახლეობის დაცვა ეპიდემიური დაავადებების გავრცელებისაგან; მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; მოზარდ თაობაში გავრცელებული დაავადებების გამოვლენით შემდგომ ასაკში დაავადებათა გართულების პრევენცია. ა.დ) შეფასების კრიტერიუმი: პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა. ბ) ააიპ „ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“ (ორგანიზაციული კოდი 07 01 01) ბ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ცენტრის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ფარგლებში ცენტრის მიერ ხორციელდება ქალაქის მასშტაბით საბონიფიკაციო ღონისძიებების ჩატარება, გადამდები ფაუნის შესწავლა და დადგენა. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებების გატარება (წყალსატევებში გამბუზიების გავრცელება), ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების უზრუნველყოფა ვაქცინაციებისთვის საჭირო საშუალებებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი, ღონისძიებების ჩატარება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით. ბ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 150,0 ათასი ლარი გ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 07 01 02) გ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. გ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 65000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირები და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები. დახმარების მიმღები უნდა იყოს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 65000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისათვის, ოჯახზე წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 130 ლარის ოდენობით. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დახმარების საკითხი გადაწყდება (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არარეგისტრირებულ პირებზე) სამსახურის მოკვლევის საფუძველზე, დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების უზრუნველყოფა მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით ხდება ერთჯერადი მომართვის საფუძველზე ყოველთვიურად, რომლის მოცულობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან (განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით). წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მზადდება საგარანტიო წერილი. გ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 235.0 ათასი ლარი
დ) სამედიცინო დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 01 03) დ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. დ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და განსაკუთრებული შემთხვევის შედეგად დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე, შემდგომი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები წელიწადში ერთხელ, გამონაკლისს წარმოადგენს ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებიც დახმარებით ისარგებლებენ არაერთჯერადი მომართვის საფუძველზე, თანაგადახდის პრინციპით, არაუმეტეს 1000 /ათასი/ ლარისა. რადიოლოგიური დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე და ონკოპაციენტებზე. მკურნალობის ხარჯების (სტაციონალური თერაპია, ქირურგია) ანაზღაურების შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებენ მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები, განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მიღებამდე, ხოლო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში სტაციონარში მკურნალობის პერიოდში გარდა იმ პირებისა, რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით 100% დაფინანსებით. დახმარების მოცულობა განისაზღვრება თანაგადახდის პრინციპით, არაუმეტეს 1000 /ათასი/ ლარისა, ყველა სხვა დაავადებების შემთხვევაში დახმარების საკითხი განიხილება და გადაწყდება დაავადების, მკურნალობის მეთოდის, ღირებულების, ბენეფიციარის მატერიალური მდგომარეობის მოკვლევის საფუძველზე და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების შემთხვევაში ბენეფიციარი წარმოადგენს მიმდინარე ფორმა N100-ს და წინასწარ, ანგარიშფაქტურას. განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. დაფინანსების შემთხვევაში მომსახურების გამწევი დაწესებულება წარმოადგენს გაწეული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას. ლიმიტს ზევით დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიური წესით განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „C“ ჰეპატიტით დაავადებული, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისათვის, სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პერიოდში სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ღირებულების 30%-ის თანადაფინანსება. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს „C“ ჰეპატიტით დაავადებული, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარი, რომლებიც ჩართული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „C“ ჰეპატიტის მართვის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე, სახელმწიფო პროგრამის „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში. განსაზღვრული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულების 30%-სა. პროგრამით მოსარგებლე პირებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა №100, ანგარიშფაქტურა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი. დ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 650.0 ათასი ლარი
ე) ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 07 01 05) ე.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ე.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა; ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება: პროექტის ბენეფიციარები გაიყოფიან 2 ასაკობრივ ჯგუფად (0-18 წლის ჩათვლით და 18 წლის ზემოთ), დახმარების მიღება მოხდება ვაუჩერის გამოყენებით, რომლის მოცულობა განისაზღვრება თვეში 0-18 წლის ჩათვლით ასაკის პირთათვის 40 ლარის, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის პირთათვის – 30 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით, ამასთან, თითოეულ ბენეფიციარზე მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაიცემა სამი თვის ოდენობის ვაუჩერი და შესაბამისად, დახმარების მიღება განხორციელდება 0-18 წლის ასაკის პირთათვის 120 ლარის და 18 წლის ზემოთ ასაკის პირთათვის 90 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით. ლიმიტს ზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე, გამონაკლის შემთხვევაში. ე.გ) განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ბენეფიციარების ცენტრალიზებული რეგისტრის შექმნა სრული მონაცემების ფიქსირებით; მედიკამენტის ვაუჩერის დამზადება, ვაუჩერის გაცემა 3 თვის მედიკამენტების რაოდენობის გათვლით; სააფთიაქო დაწესებულებების შერჩევა; მედიკამენტების გაცემა, გაწეული მომსახურების ანაზღაურება. ე.დ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 60,0 ათასი ლარი
ვ) ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 01 06) ვ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ვ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით დაავადებული პირების დახმარებას. პროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვან პირებს დახმარება გაეწევათ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის, ხოლო სრულწლოვან პირებს პირადი განცხადების მომართვის საფუძველზე, საბიუჯეტო წლის ბოლომდე. დახმარების ოდენობა განისაზღვრება თვეში 100 ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად საჭიროა: ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არასრულწლოვანის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა N100 და ანგარიშის რეკვიზიტი ბანკიდან. ვ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 6,0 ათასი ლარი
ზ) სოციალური დაცვა (ორგანიზაციული კოდი 07 02) ზ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ზ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3212,4 ათასი ლარი ზ.გ) მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; სოციალური საცხოვრისის მცხოვრებთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით მოსარგებლე მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება; სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია; სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების რისკების პრევენცია; ჰემოდიალიზზე მყოფი პირების (შშმ პირები) სიცოცხლის ხარისხის ამაღლება; პრობლემატური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისა და პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი ბავშვების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. ზ.დ) შეფასების კრიტერიუმი: პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა. თ) სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 07 02 01) თ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. თ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის მიზანია სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. კრიზისული სიტუაციების მართვა, სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა (თითოეულ ოჯახს თვეში არაუმეტეს 60 ლარი) და ცენტრალური გათბობისათვის საჭირო ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. თ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 16,0 ათასი ლარი ი) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 02) ი.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ი.ბ) პროგრამა/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი შვილი და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0-დან 70 000-მდე, თითოეულ არასრულწლოვან შვილზე გაეწევათ მატერიალური დახმარება თვეში 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება თითეულ არასრულწლოვან შვილზე თვეში 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახის ორივე მშობელი რეგისტრირებული და მცხოვრები იყოს ქალაქ ქუთაისში დახმარების დანიშვნამდე არანაკლებ ერთი წლისა. მრავალშვილიან ოჯახებს დახმარება დაენიშნებათ განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვს დახმარება შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დახმარებით ვერ ისარგებლებს არასრულწლოვანი ბავშვი, თუ ის იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე; ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 5 (ხუთი) და მეტი შვილი და ამათგან ერთი მაინც არის 18 (თვრამეტ) წლამდე არასრულწლოვანი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, კერძოდ, 5 (ხუთი) შვილიან ოჯახს – 500 ლარის ოდენობით, 6 (ექვსი), 7 (შვიდი) და 8 (რვა) შვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა – 700 ლარის ოდენობით, 9 (ცხრა) და მეტი შვილიანი ოჯახის დახმარება შეადგენს 1000 ლარს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 5 და მეტი სრულწლოვანი შვილი, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული სრულწლოვანი პირის, პროფესიულ სასწავლებლებში მოკლევადიანი სწავლების კურსი. ანგარიშსწორება მოხდება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც 2018 წელს შეეძინებათ მე-4, მე-5 და შემდეგი შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. მე-4 შვილის შეძენისას დახმარება გაეწევა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, მე-5 შვილის შეძენისას – 1100 (ათასასი) ლარის ოდენობით, მე-6 შვილის შეძენისას – 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით, მე-7 შვილის შეძენისას – 1300 (ათასსამასი) ლარის ოდენობით, მე-8, მე-9 და ა.შ. შვილის შეძენისას – 1400 (ათასოთხასი) ლარის ოდენობით. ი.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 820,0 ათასი ლარი
კ) სარიტუალო დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 03) კ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. კ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ემსახურება საქართველოს კანონებით: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებას. განიხილება ქუთაისში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანის დასაფლავების ხარჯების გაწევაში დახმარების საკითხი. დახმარებისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს: ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა, გარდაცვალების ცნობა, დასაფლავების ხარჯის გამღები პირის განცხადება და პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. გარდაცვლილი ვეტერანის დასაფლავების ხარჯის გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. კ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 70,0 ათასი ლარი. ლ) სოციალური ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 07 02 04) ლ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ლ.ბ) პროგრამა/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული/მცხოვრები, გარკვეული კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული და სოციალურად დაუცველი პირებისათვის ტრადიციულ დღესასწაულებთან და ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებების მოწყობა. ტრადიციულ დღესასწაულებთან (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ახალი წელი) დაკავშირებით, ააიპ „მადლიერების სახლის“, ქალაქ ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათით დახმარება, შავი ზღვის კურორტზე (მაგნიტური ქვიშა) სამკურნალო – სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევა (სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში). განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, დახმარების საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა (ექიმის რეკომენდაცია) და გარემოებების გათვალისწინებით. ლ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 288,0 ათასი ლარი
მ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 07 02 05) მ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. მ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. პროგრამა ითვალისწინებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად განახლებადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულების თანადაფინანსებას. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 0-70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, დახმარებით მოსარგებლე ოჯახებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ შემდეგი პრინციპით: ერთწევრიან და ორწევრიან ოჯახებს 48 ლარი, სამ, ოთხ და ხუთწევრიან ოჯახებს – 72 ლარი, ექვს და შვიდწევრიან ოჯახებს – 96 ლარი, რვა და მეტ წევრიან ოჯახებს – 120 ლარი. თანხები გადანაწილდება თვეების მიხედვით პროპორციულად. თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მქონე ბენეფიციარებს. ელექტრო ენერგიის ღირებულების ანაზღაურება მოხდება სადისტრიბუციო კომპანიის („ენერგო-პრო ჯორჯიას“) ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 0-70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, დახმარებით მოსარგებლე ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულება აუნაზღაურდებათ სულზე 0.5 (ორმოცდაათი) თეთრი. თანხა ანაზღაურდება აბონენტის ნომრის მიხედვით. ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემთა ბაზის საფუძველზე. სსიპ სოციალური სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ელექტროენერგიის აბონენტის ნომრის არარსებობის შემთხვევაში, ბენეფიციართა აბონენტის ნომრების იდენტიფიცირება მოხდება მოქალაქის (ბენეფიციარის) განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი), სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ბენეფიციართა რაოდენობა დაუზუსტებელია და დაზუსტდება პროგრამის მიმდინარეობისას. მ.გ) პროგრამის/ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 200,0 ათასი ლარი.
ნ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა (ორგანიზაციული კოდი 07 02 06) ნ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ნ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან ან შვილად აყვანილი, მათთვის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა; სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, მიტოვების რისკების პრევენციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად და ასევე, სახელმწიფო მზრუნველობიდან რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, მატერიალური დახმარების გაწევა; ჰემოდიალიზზე მყოფი პირების (პაციენტების), მუდმივად სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი: ბავშთა დაწესებულების (ფილიალების) ყოფილი აღსაზრდელები, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან გამოსული პირები, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება; ოჯახები, რომელთა წევრთა შემადგენლობიდან სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულია ან რეინტეგრირებულია ერთი ან მეტი ბავშვი და აქვთ ამ პროგრამაში ჩართვის საჭიროება; ჰემოდიალიზზე მყოფი პირები (პაციენტები), რომელთაც აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება. ქვეპროგრამის პირველი და მეორე პუნქტის სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება კომპეტენტური ორგანოს /სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს/ მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება პირის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებისა და ვადების შესახებ. დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი წესით შემუშავებული და გაცემული დასკვნა-რეკომენდაცია ქვეპროგრამაში 18 წელს მიღწეული პირის ან ოჯახის ჩართვის საჭიროების შესახებ. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა წრის დახმარება განსაზღვრულია თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მიღების უფლება წარმოეშობათ სრულწლოვანების მიღწევის მომდევნო თვიდან მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასასრულამდე. ბენეფიციარს დახმარება დაენიშნება მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ფინანსური დახმარება გაიცემა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თითოეულ ბენეფიციარზე ჯამში არაუმეტეს 12 თვისა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მეორე პუნქტში მითითებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ თითოეულ რეინტეგრირებულ ბავშვზე თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარება მიეცემა ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და იმავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახს/პირს, რომელსაც 2018 წლამდე მოპოვებული აქვს და არ აქვს შეწყვეტილი რეინტეგრაციის შემწეობის მიღების უფლება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და ასევე, 2018 წლის განმავლობაში მოიპოვებს ამ უფლებას. დახმარების გაცემის ვადა განისაზღვრება რეინტეგრაციის მოქმედების ვადით. ბენეფიციარებს დახმარების მისაღებად უფლება წარმოეშობათ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. პროგრამაში ჩართული ოჯახები მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილდებიან რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით მომსახურების ვადის დასრულებამდე 2018 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევაში, მატერიალური დახმარება შესაძლებელია დასკვნა-რეკომანდაციის საფუძველზე გაიცეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, მისი ოჯახში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მესამე პუნქტში მითითებულ ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დახმარება გაეწევათ თვეში ერთჯერ, 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ბენეფიციარის განცხადებით მომართვიდან, საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარები რეგისტრირებულნი და მცხოვრებნი უნდა იყვნენ ქალაქ ქუთაისში. ბენეფიციარებმა განცხადებასთან და პირადობის დამადასტურებელ მოწმობის ასლთან ერთად უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტმა ცნობა – სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100). პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მომსახურება შეუწყდებათ: პირადი განცხადების, გარდაცვალების, საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლისა და პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში. ნ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 150,0 ათასი ლარი
ო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 07) ო.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ო.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან სახელმწიფო პროგრამით „ბავშვთა ადრეული განვითარებისა“ და „დღის ცენტრის“ მომსახურებით მოსარგებლე ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, მათთვის უმთავრესი საჭიროების მქონე ჰიგიენური საშუალებებით, კერძოდ, ბავშვის ჰიგიენური საფენებითა და სველი სალფეთქებით დახმარება. დახმარების მთხოვნელი ყოველთვიურად, განცხადებასთან ერთად, წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელ საბუთს, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცნობას აღნიშნული შშმ ბენეფიციარის „ბავშვთა ადრეული განვითარებისა“ და „დღის ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის შესახებ, ანგარიშფაქტურას აფთიაქიდან. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ყოველთვიურად მომზადდება 40 ლარის ღირებულების საგარანტიო წერილი. ო.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25,0 ათასი ლარი
პ) უფასო მგზავრობა (ორგანიზაციული კოდი 07 02 08) პ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. პ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: საქალაქო ტრანსპორტით, ავტობუსით: №1 წრიული (მარცხენა), №1 წრიული (მარჯვენა), №4, №5, №10, №19, №20, №22, №25, №31-ით სარგებლობის უზრუნველყოფა შემდეგი კატეგორიის პირებისათვის: ააიპ „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის კოდი: 100, 111, 112, 113), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად შშმ პირები (კოდი: 311, 312, 313), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრები (კოდი: 501), „წითელი ჯვრის“ კლუბების ხანდაზმული პენსიონრები (100 ბენეფიციარი), „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამით მოსარგებლე დედები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, „SOS“ ბავშვთა სოფლის ბენეფიციარები, სტუდენტური ოჯახები (ცოლი და ქმარი, ორთავე სტუდენტი) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები ბენეფიციარები. სულ 1000 პირი. (ბენეფიციართა ჩანაცვლების შემთხვევაში შესაძლებელია კონტიგენტის რაოდენობრივი ზრდა). ქვეპროგრამით სარგებლობა მოხდება სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. ბილეთის გამოყენება შეიძლება სამგზავრო მოწმობასთან ერთად. ქვეპროგამით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები პირები. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელია დამატებითი კატეგორიის კონტინგენტისა და განსაკუთრებული შემთხვევების მომსახურება სამსახურის გადაწყვეტილებით. ბენეფიციარებზე გაიცემა თითოეულზე თვეში 60 (სამოცი) ბილეთი (ბილეთის მისაღებად აუცილებელია ბენეფიციარმა წარმოადგინოს უფასო მგზავრობის მოწმობა). ქვეპროგრამაზე მომსახურე გადამზიდავებისათვის თანხის ანაზღაურება მოხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გახარჯული ბილეთების რაოდენობის მიხედვით. პ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ღონისძიებები: პროგრამით მოსარგებლე პირთა კონტიგენტის (ბენეფიციართა) დადგენა. სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების დამზადება, გაცემა, საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა. პ.დ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 210,0 ათასი ლარი. ჟ) ააიპ „მადლიერების სახლი“ (ორგანიზაციული კოდი 07 02 09) ჟ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: უმწეო და შეჭირვებული მოსახლეობის კვება, ააიპ „მადლიერების სახლის“ ფუნქციონირების ხელშეწყობა. ორგანიზაციის საქმიანობა გათვლილია 800 ბენეფიციარის კვებით მომსახურებაზე. ჟ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 620,0 ათასი ლარი რ) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 11) რ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. რ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. დახმარება გაეწევათ კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ნაწილების შეძენის თვალსაზრისით. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება, კვების წყაროსათვის საჭირო ელემენტის ღირებულება, თვეში – 95 ლარის ოდენობით და ექვს თვეში ერთხელ, პროცესორისა და მიკროფონის შემაერთებელი სადენის ღირებულება – 150 ლარის ოდენობით. დახმარების მიღება მოხდება ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე ვაუჩერის საშუალებით, ვაუჩერი გაიცემა თვეში ერთხელ ელემენტის ღირებულების ანაზღაურებისა და ექვს თვეში ერთხელ პროცესორისა და მიკროფონის შემაერთებელი სადენის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. მომსახურება ანაზღაურდება სამუშაოს შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. დახმარების მიღება მოხდება ბენეფიციარის მშობლის/უფლებამოსილი პირის განცხადებით მომართვის თვიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში დახმარება შეწყდება ასაკის შესრულებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დახმარება გაიცემა განცხადებასთან ერთად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: მშობლის/უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობა; არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა; არასრულწლოვნის ქალაქ ქუთაისში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. რ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 23,5 ათასი ლარი
ს) ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომა (ორგანიზაციული კოდი 07 02 13)
ს.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ს.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამით მოსარგებლე პირები არიან ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ლეიკოზიითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებული 0-18 წლამდე ასაკის პირები. პროგრამით მოსარგებლე პირებს დახმარება გაეწევათ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების მომართვის საფუძველზე, სამ თვეში ერთხელ საბიუჯეტო წლის ბოლომდე. დახმარების ოდენობა განისაზღვრება თვეში 100 ლარის ოდენობით. დახმარების მთხოვნელი განცხადებასთან ერთად წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ავადმყოფის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ფორმა №100-ს, ლარის ანგარიშის რეკვიზიტებს ბანკიდან. ს.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 22,0 ათასი ლარი
ტ) შინმოვლა (ორგანიზაციული კოდი 07 02 14) ტ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ტ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასსა“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „შინმოვლის“ პროგრამით სარგებლობს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან საწოლს, ან სახლს და საჭიროებენ სამედიცინო და ფსიქოსოციალურ მომსახურებას საცხოვრებელ ადგილზე. სავალდებულოა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდეს არაუმეტეს 100000-ს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარების საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით. საწოლს მიჯაჭვული ბენეფიციარები მომსახურებას იღებენ ძირეული მოვლისა და სამედიცინო მანიპულაციების თვალსაზრისით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების გარკვეულ ნაწილს ბინაზე მიეწოდება ცხელი სადილი, საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან მედიკამენტებით, ჰიგიენური მოვლის საშუალებებით. ტ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20,0 ათასი ლარი.
უ) საბინაო ფონდის-დროებითი საცხოვრისის შექმნის ქვეპროგრამა (ორგანიზაციული კოდი 07 02 15) უ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. უ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში საბინაო ფონდის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის სოციალურ სფეროში არსებული საკითხების მოგვარების კუთხით. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საბინაო ფონდის შექმნა თვითმმართველობის კომპეტენციას წარმოადგენს. წლების მანძილზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 700-ზე მეტი უსახლკაროა დაფიქსირებული. საბინაო ფონდისათვის ბინები ერთ სივრცეში უნდა იქნეს შეძენილი და აქცენტი 1 და 2 ოთახიან ბინებზე გაკეთდეს, ასევე, შენობას საერთო სამზარეულო და ეზო უნდა ჰქონდეს. სამშენებლო ობიექტზე გავრცელდება სტანდარტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მოთხოვნების შესაბამისად. 2016 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც განახორციელა შესაბამისი მშენებლობა. 2017 წელს განსაზღვრული იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაფინანსება და დამატებითი ფართების შეძენა/ქირავნობის უზრუნველყოფა. მიღებული ფართების განაწილება განხორციელდა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. დროებითი საცხოვრისის მშენებლობისათვის შესრულებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელია გაწეული სამუშაოების ღირებულება. უ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 528,0 ათასი ლარი. ფ) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 07 02 16) ფ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ფ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები 2 – 15 წლის ჩათვლით ბავშვების, რომელთა ძირითადი დიაგნოზია (ICD-10) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები (F84.0, F84.9), სარეაბილიტაციო მომსახურებას (გამონაკლისის სახით მომსახურებით ისარგებლებს 2017 წელს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული 9 (ცხრა) ბენეფიციარი, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში გადიოდნენ აღნიშნული თერაპიის კურსს). ქვეპროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს: მიმწოდებლის მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება თავის მხრივ მოიცავს საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის – რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ბენეფიციარისათვის ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას, თვეში, არაუმეტეს, 20 ინდივიდუალური სეანსისა (მათ შორის, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა); ქვეპროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ, 1 საათს; ქვეპროგრამის ფარგლებში, წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა ოდენობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ, 14 სეანსი, ხოლო წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, სეანსების ოდენობის არანაკლებ 3/4; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირება ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; ქალაქ ქუთაისში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციაზე მომუშავე ორგანიზაციების: ააიპ „რეაბილიტაციის ცენტრი ნაიოსა“ და ააიპ „სოციალური ინკლუზიისთვის ხიდი“ მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება თანადაფინანსების პრინციპით, თითოეულ ბენეფიციარზე 210 ლარის ოდენობთ. პროგრამით მოსარგებლე ის ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100000-ს დაფინანსდებიან სრულად. 6 თვეში ერთჯერ, მომსახურების მიმწოდებლები, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში წარმოადგენენ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა) შეფასების შედეგებს. მიმწოდებლის მიერ, შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, შემდეგი ფორმის მიხედვით: ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი); ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ (ქცევის გამოყენებითი ანალიზის, მეტყველებისა და ოკუპაციური თერაპიის კურსის თვეში ჩატარებული სეანსების რაოდენობისა და ასანაზღაურებელი თანხის თაობაზე); ინფორმაცია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის შესახებ; ანგარიშფაქტურა. ფ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 125,0 ათასი ლარი. ქ) შშმ პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსება (ორგანიზაციული კოდი 07 02 17) ქ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ქ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: შშმ პირების შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას. ამასთან, კიდევ უფრო ეფექტური იქნება ასეთი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივითა და თავად შშმ პირთა ჩართულობით. გამომდინარე აქედან, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში მოხდება შესაბამისი პროფილით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, ინიცირებული ისეთი პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსება, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ამასთან, წარმოდგენილი პროექტები დაფინანსებისათვის/თანადაფინანსებისათვის შეირჩევა კონკურსის წესის შესაბამისად. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე და შშმ პირების მიერ, შემოსავლების გამომუშავებაზე ორიენტირებულ პროექტებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და შშმ პირებს. ასევე, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მოქმედ შშმ პირების საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. სავალდებულოა, საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდეს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ქ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25.0 ათასი ლარი. ღ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებისა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 07 02 18) ღ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ღ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრების კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება, ქალაქ ქუთაისში მოქმედი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობა. 2018 წლის განმავლობაში დაფინანსება/თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, ყოველთვიურად წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების ან/და ქვითრების შესაბამისად. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე თვეში არაუმეტეს 833 ლარისა, რომელიც თანაბრად გადანაწილდება დაფინანსების მთხოვნელ ორგანიზაციებზე. ღ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 10,0 ათასი ლარი. ყ) მარტოხელა მშობელთა დამარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 07 02 19) ყ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ყ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ოჯახების მიერ მოხმარებული კომუნალური გადასახადების – ელქტროენერგიის, წყალის, ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინასება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 30 ლარის ოდენობით. აქედან, ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება ოჯახზე განისაზღვრება ყოველთვიურად 12 ლარის ოდენობით; ბუნებრივი აირის გადასახადის ანაზაღაურება ოჯახზე მოხდება ყოველთვიურად 15 ლარით, წყლის გადასახადის ღირებულება ოჯახზე განისაზღვრება 3 ლარის ოდენობით. მოხმარებული გადასახადების ღირებულების ანაზღაურება (თანაგადახდა) მოხდება სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით. სოციალურად დაუცველი ოჯახის შემთხვევაში, ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება განისაზღვრება მხოლოდ „მარტოხელა მშობელთა დახმარების“ პროგრამის შესაბამისად. პროგრამის ბენეფიციარებს განეკუთვნება მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი (შვილები) და არ იმყოფება ქორწინებაში. ბენეფიციართა იდენტიფიცირება მოხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობები (ასლები); კომუნალური გადასახადების (დენი, წყალი, ბუნებრივი აირი) ქვითრები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ და ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ (ცნობის განახლება მოხდება 6 თვეში ერთჯერ); საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ყ.გ) პროგრამის/ქვეპროგამის ბიუჯეტი: 12.0 ათასი ლარი.
შ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 20) შ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. შ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანს წარმოადგენს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულების, ოჯახში ძალადობის მსვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) მყოფი პირის/ოჯახის თავშესაფრის დატოვების შემდეგ ფინანსური დახმარების გაწევა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. დახმარების მიმღები პირი/ოჯახი, თავშესაფარში შესვლამდე და თავშესაფრის დატოვების შემდეგ რეგისტრირებული და მცხოვრები უნდა იყოს ქალაქ ქუთაისში. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფ პირს/ოჯახს, თავშესაფრის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, გაეწევა დახმარება 100 ლარის ოდენობით. სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებმა, ბენეფიცარის თავშესაფრის დატოვებამდე სოციალურ საკითხთა სამსახურს უნდა წარუდგინონ მომართვა და დასკვნა-რეკომენდაცია ოჯახური ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში განთავსების ვადების მითითებით. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და განცხადება პირის/ოჯახის პროგრამაში ჩართვის საჭიროების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ბენეფიციარს დახმარება დაენიშნება მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ფინანსური დახმარება გაიცემა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, არაუმეტეს, 1 წლისა. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მომსახურება შეუწყდებათ: პირადი განცხადების, გარდაცვალების, საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლისა და პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში. შ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 12.0 ათასი ლარი.
ჩ) საქართველოს „SOS“ ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელებული პროექტის – დღის ცენტრის ბენეფიციარების დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 07 02 21) ჩ.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ჩ.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია საქართველოს „SOS“ ბავშვთა სოფელს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე განხორციელებული საქართველოს „SOS“ ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელებული პროექტის – დღის ცენტრის ბენეფიციარების დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული 12-დან 36 თვემდე ბავშვების დღის ცენტრში კვება და ჰიგიენური საშუალებებით მომსახურება. დაფინანსება მოხდება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ, ყოველ თვეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ჩ.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 27,5 ათასი ლარი. ც) შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 07 02 22) ც.ა) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალურ საკითხთა სამსახური. ც.ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე, ქალაქ ქუთაისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. სმენის აპარატით მოსარგებლე სტუდენტებს დახმარება გაეწევათ აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირების თვალსაზრისით. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კვების წყაროსათვის საჭირო ელემენტის ღირებულება თვეში – 95 ლარის ოდენობით. მომსახურება ანაზღაურდება სამუშაოს შემსრულებლის მიერ, წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გადაადგილების პრობლემის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯი, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, 10 თვის განმავლობაში. თითოეულ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა, თვეში 100 ლარის ოდენობით. დახმარების მიღება მოხდება ბენეფიციარის ან მშობლის/უფლებამოსილი პირის განცხადებით მომართვის თვიდან. დახმარება გაიცემა განცხადებასთან ერთად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობა; ცნობა – სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №100); შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი; ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; ლარის ანგარიშის რეკვიზიტი ბანკიდან და სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ბენეფიციარს, დახმარება შეუწყდება სტუდენტის სტატუსის შეჩერების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ც.გ) პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 8,4 ათასი ლარი
|
თავი III
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 29.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარში)
|
დოკუმენტის კომენტარები