დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.017575 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2011, 010240030.22.022.016062) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების:
ა) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ4“ და „დ5“ ქვეპუნქტები: „დ4) სამინისტროს სახელით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით მივლინებასა და შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით და ხელს აწერს შესაბამის ბრძანებებს; დ5) სამინისტროს სახელით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, მათი მოადგილეებისა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემავალი ერთეულების ხელმძღვანელების ფუნქციათა დაკისრების შესახებ და ხელს აწერს შესაბამის ბრძანებებს.“; ბ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები